სამი დღე ბორჯომში

„ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე“ - ეს იყო ბორჯომში ჩატარებული ტრენინგის თემა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, წალენჯიხა,  ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი).

პირველ დღეს, ერთმანეთის გაცნობასთან ერთად, ბევრი რამ იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი:

- ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობა“ და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების საჭიროებათა შესახებ სწრაფი მოკვლევის პრეზენტაციები;

- ინფორმაცია ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შესახებ - http://sosfsokhumi.ge;

- მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციები და დისკუსია.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ონლაინ ჩატარდა მეხუთე ტრენინგი თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები“.

მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობებს, სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე; როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. დისკუსიის დროს მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

მათი შეფასებით, სატრენინგო თემები მნიშვნელოვანი იყო:

„გავეცანი მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. მსგავს ინფორმაციას ბევრი ადამიანი უნდა ფლობდეს.“

„ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ვიგრძენი პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტად ჩავერთო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მაისში დაიგეგმა ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. სწორედ ამის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს. საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

პროექტის ასისტენტმა ჯგუფს გააცნო ტრენინგების თემები, დაიგეგმა ჩატარების დრო. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი დიდი ინტერესით დაესწრნენ აპრილში ჩატარებულ ოთხ ტრენინგს, ახალი ციკლიც საინტერესო და პრაქტიკულ თემებს მოიცავს და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან სატრენინგო მუშაობაში.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს „მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“.

მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათი როლის გასაძლიერებლად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, დაზარალებულთა დახმარების, არსებულ ადგილობრივ და ცენტრალურ სერვისებზე მოქალაქეების ინფორმირების და რეფერირების სისტემაში მონაწილეობის კუთხით.

განხორციელებულმა სწრაფმა მოკვლევამ გამოკვეთა მერის წარმომადგენელთა ციფრული უნარ­ჩვევების გაძლიერების, მათი მეტი ინფორმირების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო აღწერილობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებში ჩართვის მკაფიო ვალდებულებების გაწერის საჭიროება.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეებმა ისაუბრეს აპრილში ჩატარებულ ტრენინგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და გამოცდილების ქალები არიან, ტრენინგზე განხილული თემები ყველასთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. მათთვის სასიხარული იყო ინფორმაცია სატრენინგო ციკლის გაგრძელების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრენინგები მაისშიც ჩატარდება სამიზნე მუნიციპალიტეტების 50 აქტიური წარმომადგენლის მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

„სტერეოტიპები და ტოლერანტობა“ - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი სოფ. დიდინეძის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

ეს არის ის თემები, რომლებსაც ხშირად ვეხებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა, ტერმინების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია ყველამ როდი იცის, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ლალი შენგელიამ და ანჟელა ჩიხლაძემ.

ბავშვების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, ისინი აქტიურად ერთვებოდნენ პოლემიკაში და გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობა მრავალ ფორმას იძენს, რისი მოწმენიც ვართ უკრაინაში. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გამოიყენება როგორც საომარი იარაღი, ქალები და გოგონები დგანან ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა და ექსპლუატაციის რისკის წინაშე. ქალთა სპეციფიკური მხარდაჭერის სერვისები (WSSS) სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაში, როგორც კონფლიქტის დროს, ასევე საშუალო და გრძელვადიან პოსტკონფლიქტურ პერიოდში.

WAVE-მა, ეუთო-ს (OSCE) მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი ქალთა შესაძლებლობების განვითარებისა და წარმატებული პრაქტიკის გაცვლის მიზნით ქალთა სპეციფიკური მხარდაჭერის სერვისებს შორის, რათა უკეთ დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ქალებს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში. პროექტში ჩართული WAVE-ის წევრები არიან: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), ფონდი „ქალთა ერთობა“ (ბანია-ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა).

სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა აპრილში გამართული ტრენინგები შეაფასეს და მიღებული ინფორმაციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

„მე არ მაქვს შესაძლებლობა, ასეთი თემატური ტრენინგები მოვისმინო. ამიტომ ეს ჩემთვის არის კარგი შანსი, უფრო მეტად ვიყო ინფორმირებული“.

„ტრენინგების ციკლი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და პრობლემების ადვოკატირებაში პრაქტიკულად ჩავერთოთ“.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ახალ სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიზრდება მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მორიგი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ყურადღება გამახვილდა აპრილში გამართული ტრენინგების ციკლზე. მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები იყო ინფორმაციული, მარტივად აღსაქმელი და პრაქტიკული.

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ტრენინგებში მონაწილეობა, ყოველი ახალი თემა ახალი შესაძლებლობების მომცემია, მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მაისის სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ ყოველი მათგანი შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აქტიურ მოქალაქეებად მათ ჩამოყალიბებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები