ფონდი „სოხუმის“ ოფისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტში ჩართული საინიციატივო ჯგუფის (ქუთაისის ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმის და კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები) წევრებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ადვოკატირების პროცესზე, გავლენასა და ცვლილებებზე, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ. დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ჭავჭავაძის #58-ში განსახლებულ დევნილ თემთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა და გოგონებმა იმსჯელეს გამოვლენილ პრობლემებზე, რაც სპორტული მოედნის სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის გაუმართაობას ეხება. ასევე, ამორტიზირებულია ბავშვთა გასართობი ინვენტარი, რომელიც საფრთხეს უქმნის პატარების თამაშს.
ქალები აქტიურობენ და ცდილობენ ადვოკატირების გზით, სამოქალაქო ჩართულობის ფორმების გამოყენებით, უსაფრთხო გარემო შექმნან თავიანთ დასახლებაში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდმა ,,სოხუმი,, ახალგაზრდული პარკის მშვიდობის ხეივანში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა .
საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქალთა და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულო წარმოადგინეს, აღწერეს თითოეული კერძის შემადგენლობა და აღნიშნეს, რომ მოამზადეს სიყვარულით.
კერძების დაგემოვნებასთან ერთად სიამოვნებით მიირთვეს ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა.
ასევე, მოეწყო თემატური ნახატების, ფოტოების გამოფენა და კონცერტი - ლექსები და სიმღერები სამშობლოზე. ჩატარდა ვიქტორინა - რა ვიცით აფხაზეთის შესახებ და გამოვლინდა გამარჯვებულიც.
ხონის სათემო განათლების ცენტრის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილ ქალებთან და გოგონებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია გზამკვლევზე „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (გამომცემელი - ევროპელ ქალთა ქსელი ძალადობის წინააღმდეგ - WAVE).
გზამკვლევში წარმოდგენილია ქალთა ორგანიზაციების მუშაობის წარმატებული პრაქტიკები, ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკაზე.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ამ თემაზე შემუშავებულ სატრენინგო მოდულს, რომლის ფარგლებშიც ტარდება ტრენინგები და ხდება ქალთა ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკების და სტრატეგიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „კამპანიების ორგანიზება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში სსო-ის მუშაობის მნიშვნელობის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან ტრენინგი გაიმართა. სამუშაო ფორმატი მიზნად ისახავდა ცენტრების მუშაობის სტრატეგიის შემუშავებას.
- ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება - მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს, როგორ გაიზარდოს პროდუქტიულობა ამ მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს სარგებელი არსებული სერვისებისგან.
მონაწილეთა შეფასებით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და თემებში არსებული პრობლემების ადვოკატირება მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში. ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობა ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და გაზრდის მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დღევანდელ, ციფრულ ეპოქაში, როცა დიდ ნაწილს ინტერნეტში ვატარებთ, აქაც იგივე პასუხისმგებლობა გვეკისრება ციფრულ მოქალაქეებს, რაც ფიზიკურ სივრცეში - არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები. ბოლო დროს ინტერნეტში ყველაზე მეტად გავრცელებულ მავნებლობებს შორისაა გენდერული დეზინფორმაცია. სწორედ ამიტომ, უკეთესად უნდა ვიცოდეთ გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობა, რათა არც ჩვენი უფლებები დაირღვეს და არც სხვისი უფლებები დავარღვიოთ. ჩვენი ახალი სოციალური ვიდეო კლიპიც ამაზე გვიყვება.
პროექტში „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ხუთი მუნიციპალიტეტია ჩართული - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და სენაკი. ამ მუნიციპალიტეტებში იმსჯელეს სამოქალაქო ინიციატივებზე და პროექტის ფარგლებში 12 განაცხადი წარმოადგინეს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში სამოქალაქო ინიციატივების განხილვა გაიმართა. კომისიამ შეარჩია ინიციატივები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. შემდეგ ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფები თავიანთი ინიციატივების განხორციელებას შეუდგებიან ხუთივე მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ 5-6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო კიშინიოვში (მოლდოვა) გამართულ „ღია კარის დღე 2024“ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონულ დიალოგში, სადაც მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას თემაზე: „ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება სოციალური თანხმობისა და აღდგენისთვის“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა განიხილეს ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული ძირითადი ბარიერები სოციალური გაერთიანებისა და აღდგენით პროცესში, ასევე ის სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობისა და აღდგენის პროგრესის უზრუნველყოფას სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში.
აღნიშნულმა ღონისძიებამ მშვიდობისმშენებელ ქალ-აქტივისტებს მნიშვნელოვანი პლატფორმა შესთავაზა, რომელიც გამოწვევებისა და გადაწყვეტილებების გაზიარების შესაძლებლობაა. ამასთან, მათ იმსჯელეს ქალების გაძლიერებასა და მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე რეგიონში. მისი მიზანი იყო გაეროსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ქმედებებისა და გზავნილების გენერირება.
ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფში ახალი წევრები არიან. პირველ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე. ახალი წევრები არიან ვანშიც. თერჯოლაში კი ის ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც ურთიერთდახმარების ჯგუფის მუშაობის შედეგად შეძლეს თავიანთი ცხოვრების შეცვლა.
10 მუნიციპალიტეტში შექმნილ ყველა ჯგუფში არიან ახალი წევრები და, შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები. შეხვედრებზე ქალები მსჯელობენ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ცდილობენ, ერთობლივად მოაგვარონ ისინი.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)