ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი  ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ნიკეას 21-ში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პრობლემების ადვოკატირების და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე.

საინიციატივო ჯგუფის წევრი მარიკა პაპავა, რომელმაც ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიარა ტრენინგები, ცდილობს, თავის თემში არსებული პრობლემები განიხილოს და ყველა ბერკეტი გამოიყენოს მათ გადასაჭრელად.

დევნილთა თემში მთავარი პრობლემებია: სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა, დატბორილი სარდაფი და დანესტილი ფასადი.

საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა წერილი, რომელიც შესაბამის უწყებებს წარედგინება. რეაგირების შემდეგ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდ „სოხუმში“ ფრჩხილის მოწესრიგების ორთვიანი სრული საბაზისო კურსი დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. სწავლების მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერების რეალური პერსპექტივაა, რაშიც მათ ახალი პროფესიის ათვისება უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ დღის სარეაბილიტაციო ცენტრს მსგავსი სასწავლო პრაქტიკის გამოცდილება აქვს, უკრაინელი ტრენერის მასტერკლასი მაინც საუკეთესო გამონაკლისი იყო. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს:

„მანამდეც მისწავლია ფრჩხილის მოვლის ტექნიკა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება ამ ხარისხთან, რაც თქვენთან ვნახე“.

„პედაგოგის საერთაშორისო სერთიფიკატი განაპირობებდა იმას, რომ ახალი პროფესია მეცნიერების დონეზე შევისწავლეთ.“

„მადლობა ქალთა ფონდს - საუკეთესოები ხართ!“

მორიგი შეხვედრა წყალტუბოში

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფში დევნილთა სამი თემის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და, შესაბამისად, მოხდა სამი პრიორიტეტული პრობლემის შერჩევა, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.

ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე პრობლემებზე და სამოქალაქო ინიციატივებზე ისაუბრეს. სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა თემში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ოთხ თემში მცხოვრები დევნილები, ამიტომ მათ ოთხი ინიციატივა წარმოადგინეს.

ჯგუფის წევრებმა თავიანთ თემში უკვე შეისწავლეს პრობლემები და მოახდინეს მათი რანჟირება. ოთხივე თემში მალე დაიწყება სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დევნილთა მდგომარეობას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წერილი პრობლემების შესახებ

ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.

რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

მრგვალი მაგიდა სამტრედიაში

სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ   სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ  შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

შეხვედრაზე იმსჯელეს დასახლებაში მოსაგვარებელ საკითხებზე: დაზიანებული ურნები, გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, გზაზე შემაკავებელი ბარიერების არარსებობა.

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის №13-ში, მეორე კორპუსში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრენინგების აქტიური მონაწილე  ლია გოლეთიანი თავის გამოცდილებას თამამად უზიარებს დასახლების მცხოვრებთ. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში - ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიშანია.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წერილების მომზადება უკვე დაიწყეს და  შემდგომი რეაგირებისთვის ქუთაისის მერიას გადასცემენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები