ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები - დევნილი ქალები და გოგონები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან.

ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ტრენინგებზე შეძენილი უნარები და მოტივირებულები არიან თავიანთი პრობლემების მოგვარებისთვის. მათი თქმით, პროექტმა გააძლიერა ყოველი მონაწილე, დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ყოველივე ეს კი აუცილებელი პირობაა ადვოკატირების წარმატებულად წარმართვისთვის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის დევნილთა სათემო ცენტრში სამუშაო შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წევრი, იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები ესწრებოდნენ. ისინი ინფორმირებულები არიან ადვოკატირების საკითხებზე და თავიანთი კომპეტენციის გამოყენებას პრაქტიკაში შეეცდებიან დასახლების პრობლემების მოსაგვარებლად.

ქალებმა აღნიშნეს:

„მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შესაბამის უწყებებთან წარმატებულ ადვოკატირებაში“.

„როცა პრობლემას ვხედავ, მაშინვე ვიწყებ რეაგირებას, წერილის მომზადებას, ხელმოწერების და ფოტომასალის შეგროვებას, რადგან ვიცი, რომ მეტი მტკიცებულება უფრო მოიტანს წარმატებას“.

„წერილი გვაქვს თავისი მტკიცებულებებით, უკვე სტრუქტურირებულად დავიწყებთ ადვოკატირების პროცესს. თქვენი მხარდაჭერა მეტ მოტივაციას გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ სირთულის აღმოჩენისას ხელს წაგვაშველებთ!“

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ახალ პროექტზე-,,ჩვენ ვიპოვით გზას ერთმანეთის გულებისაკენ!,, მუშაობენ.

 პროექტის მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა ხელოვნებისა და ახალგაზრდული აქტივობებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და მათი აქტიური ჩართვა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების საქმეში.

  ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს საპროექტო აქტივობების შესახებ, გამოაცხადეს ესეების  და ნახატების კონკურსი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს.მათი თქმით,გამოწვევად კვლავ რჩება უმუშევრობა,დაბალი ხელფასები,არასტაბილური გარემო.ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს,რომ, ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პროგრამების შესახებ,მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენა,საკონსულტაციო სერვისების ხელმისაწვდომობა პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია.იმსჯელეს მიგრაციის მაღალ მაჩვენებელსა და თანმდევი სოციალური შედეგების შესახებ.ისაუბრეს მოზარდების გაუარესებულ ფსიქო-ემოციურ ფონზე.შეხვედრის ბოლოს იმ საკითხთა ჩამონათვალი გაკეთდა,რომელთა ადვოკატირებას უახლოეს მომავალში მოახდენენ.

წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფი  აქტიურად მუშაობს სამშვიდობო მიმართულებით. მინი -პროექტები, რომელსაც ახალგაზრდები ახორციელებენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები, ნახატების გამოფენა, კონფერენციები, სალონური შეხვედრები საპროექტო აქტივობების ნაწილია. პროექტები 15 ივნისამდე განხორვციელდება და პროცესში   მთელი ჯგუფია ჩართული,  მიზანი კი საზოგადოებაში მშვიდობის კულტურის დანერგვაა.

წყალტუბოს ქალთა ჯგუფი კვლევის შედეგად გამოკვეთილ რეკომენდაციებზე მუშაობს. წევრებმა რამდენიმე პრობლება განიხილეს. მომდევნო თვიდან კი ადვოკატირების გეგმაზე იმუშავებენ.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები სამშვიდობო მიმართულების მინი-პროექტზე მუშაობენ. პროექტი  მიზნად  მშვიდობის საკითხის პოპულარიზებას ისახავს. იმავე ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს, ერთმანეთისგან გაარჩიონ სწორი და ყალბი ინფორმაცია. 

სენაკის ქალთა ჯგუფის წევრებმა კი კვლევის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები გაანალიზეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს,  რომელთა ადვოკატირებასაც  მომდევნო თვეებში შეეცდებიან.

     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები მუშაობენ პროექტზე:"გამარჯობა აფხაზეთო,შენი!".შეხვედრაზე  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს და  პასუხისმგებლობები გადაინაწილეს.

       ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირებაზე დაიწყეს მუშაობა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ,უმუშევრობა,ინფლაცია, მაღალი ფასები კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე,ასევე,მიგრაცია და საკრედიტო სესხები ბანკში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

ხონის ახალგაზრდული კლუბი წევრები შეუდგნენ პროექტის- “სალონური საუბრები,, განხორციელებას, რომელიც USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაუფინანსდათ. კლუბის წევრებთან  შეხვედრა ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალგაზრდებმა  პროექტის დეტალებზე იმუშავეს. განიხილეს  დაგეგმილი აქტივობები, განსაზღვრეს მათი განხორციელების ვადები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

 ხონის ქალთა საინიციატივო პირველი  ჯგუფის წარმომადგენლებმა კიდევ ერთელ გადახედეს კვლევის-„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და ადვოკატირებისთვის პრობლემებიც შეარჩიეს. ისინი მათ მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გეგმავენ.

 ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფთან კი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებს და საინტერესო კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირისგან მიიღეს

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს,სადაც მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს.პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით მშვიდობის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.ამ კუთხით,საინიციატივო ჯგუფის მიერ, უამრავი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

     ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს,რომლებიც კვლევის :"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება"-პროცესში გამოიკვეთა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ სახელმწიფო სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა,მნიშვნელოვნად გაზრდის მოქალაქეების აქტიურობას ,რაც უმთავრესია მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის.დასახელდა პრიორიტეტული საკითხები,რომელთა ადვოკატირებასაც ქალთა საინიციატივო ჯგუფი პერმანენტულად მოახდენს.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოეწყო შეხვედრა დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის პრიორიტეტული პრობლემა, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოვლინდა დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში. შეკრებილებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებზე და სამომავლო გზები დასახეს პრობლემების ადვოკატირებისთვის.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავძლიეთ ნიჰილიზმი, რომელიც გვქონდა, გადავედით აქტიურ მუშაობაზე. მივხვდით, რომ უნდა ვიაქტიუროთ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან არავინ გააკეთებს ამას ჩვენს მაგიერ“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საერთო შეხვედრები, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა, ერთმანეთთან საკუთარი გამოცდილებების გაზიარება დიდი მოტივაცია ჯგუფის ყველა წევრისთვის, რომ მეტი გააკეთოს თავისი თემისთვის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები