სენაკის, ტყიბულის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების სირთულეებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არსებობენ კონფლიქტური ოჯახები, რომლებიც ამ პრობლემაზე ნაკლებად საუბრობენ, სწორედ ასეთ ოჯახებში განსაკუთრებით მაღალია ძალადობის განვითარების რისკები.
მობილიზატორებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენცია ადრეულ სტადიაში და მუშაობა იმ რისკებზე, რომლებიც ძალადობის განვითარებას უწყობს ხელს.
საინფორმაციო შეხვედრებზე გამოიკვეთა კონკრეტული ქეისები. პროცესში ფსიქოლოგი და იურისტი ჩაერთვებიან და ინდივიდუალურ შეხვედრებს ჩაატარებენ. მსგავსი ფორმატით მუშაობა ამცირებს კონფლიქტის განვითარების რისკებს ცალკეულ ოჯახებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის დასახლებაში ჩაატარა. მონაწილეებმა პერიფერიებში ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი.
სოციალური პრობლემები, ქალთა საჭიროებები, ოჯახური კონფლიქტების გახშირება - ამ თემებზე საუბრისას ახალი ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩაში, კოკში, კახათში გამართულ შეხვედრებზე.
საბავშვო ბაღები ოჯახური კონფლიქტების იდენტიფიცირების წყარო უნდა გახდეს, მანამდე ამ რგოლის სრულად ინფორმირება უნდა მოხდეს, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას და იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიან მართვას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკი, თერჯოლა, ქობულეთი, სამტრედია, დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) – ფსიქოლოგის შეხვედრების ადგილები, სადაც ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებზე მონაწილეობა მიიღო 35-მა ბენეფიციარმა. ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები გაიარა 10-მა ბენეფიციარმა, ხოლო ქუთაისში, ჩვენს ოფისში ფსიქოთერაპიული მუშაობა ჩატარდა 17 ადამიანთან (მათგან სამი ახალია).
მუშაობის შედეგები:
ბენეფიციართა ერთმა ნაწილმა გადალახა ძველი ტრავმები, მეორემ - აღიდგინა სულიერი წონასწორობა. კრიზისულმა ოჯახმა კონფლიქტის მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა. გამოვლინდა ძალადობის სამი მსხვერპლი, რომლებთანაც სეანსები გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს. რაც მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მით უფრო ეფექტიანი იქნება რეაგირებაც, - ასეთია შეხვედრების მონაწილეთა საერთო შეხედულება.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვანი სეგმენტია ინფორმირება, რომლის საფუძველზეც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ამ კუთხით გამართულმა შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები: ქალები ცენტრების მობილიზატორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი უფლებების დასაცავად და არსებული სერვისების მისაღებად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ რეგიონებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას ძალადობის საკითხებსა და რეაგირების მექანიზმებზე.
სენაკის, ვანის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შედეგად ახალი ქეისები გაჩნდა. ქალები ითხოვენ დახმარებას. დახმარების მექანიზმებიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე იქმნება. თითოეული ქეისის უკან კონკრეტული ქალები დგანან, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.
თვის განმავლობაში გამოვლინდა ათამდე ქეისი, რომელთა შორის არიან რისკის ჯგუფის ოჯახებიც. მათთან მუშაობა აქტიურად გრძელდება, რათა პრევენციული მოქმედებით შესაძლებელი გახდეს ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებით“- ამ თემაზე 18-19 ივნისს ქობულეთში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
მონაწილეები გაეცნენ გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მნიშვნელობას და შესაძლებლობებს; ჯგუფური სავარჯიშოების და იმიტირებული სცენების მეშვეობით წარმატებული და წარუმატებელი ქეისები გააანალიზეს; ადვოკატირების სტრატეგიულ ნაბიჯებზე ისაუბრეს; ერთმანეთს გაუზიარეს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მიღებული შედეგები; დააფიქსირეს გამოწვევები და სამომავლო სტრატეგიებზე გააკეთეს აქცენტი.
უკუკავშირიდან:
„ჩემთვის ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, დამეხმარება მეტი შედეგის მიღწევაში.“
„ერთმანეთის მუშაობის სტილს და მეთოდებს გავეცანით, შევაფასეთ არსებული სიტუაცია.“
„მიგვაქვს სიახლეები და ერთმანეთის გამოცდილება, რასაც ადგილებზე დავნერგავთ.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობის შემთხვევების განხილვა, კონკრეტული ქეისების გაანალიზება აქტუალობას სძენს სამობილიზაციო შეხვედრებს. ინფორმაციების გაცვლისას ახალი ქეისების იდენტიფიცირებაც ხდება.
აქტივისტი ქალები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად ცდილობენ, დაეხმარონ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყოფნის გაბედულება და ძალადობის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეძებენ გზებს მათთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ხოლო მათ, ვინც მობილიზატორებს დასახმარებლადმიმართავს, სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობენ.
ასეთი შეხვედრები უკვე ჩაატარეს სენაკის, წალენჯიხის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იდენტიფიცირებული შემთხვევების საპასუხოდ ფსიქოლოგი სამ ქალთან სისტემატურად მუშაობს. ორი ოჯახი გადამისამართდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ქალები რეაბილიტაციას შვილებთან ერთად გაივლიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თვის მანძილზე აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტი იამზე გუმბერიძე. ბაღდათში ის დაესწრო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის პრეზენტაციას - ამ კომისიის შექმნით ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივას პირველმა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი.
ტრადიციულად, წარიმართა მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან. ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა ბაღდათში, ჯგუფური - თერჯოლაში (მონაწილეობდა 16 ადამიანი), წალენჯიხაში კი იყო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები (7 ბენეფიციარის მონაწილეობით).
ჯგუფურ შეხვედრებზე გამოვლინდა ქალები ძალადობის მსხვერპლის ნიშნებით და მათი შვილები. იურისტმა გააცნო მათ კანონი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მოქმედებს და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. ამ შეხვედრების გარდა სატელეფონო კონსულტაცია ჩაუტარდა ჩოხატაურელ ბენეფიციარს. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე - ეს ხელს უწყობს მათი პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ჩაატარა წალენჯიხის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 24-მა ბენეფიციარმა. გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება ფსიქოთერაპიული სესიები.
ასევე ტარდება ინდივიდუალური ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 12 ადამიანთან. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს კი აქვთ შესაძლებლობა, ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიიღონ კონსულტაციები - ამ შესაძლებლობით ისარგებლა 21-მა ბენეფიციარმა (მათგან 3 ახალია) და ორმა ოჯახურმა წყვილმა.
ერთ-ერთმა 43 წლის ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება უფრო აეწყო: „მადლობელი ვარ თქვენი, უკეთესი განწყობა მაქვს და სულიერი წონასწორობა. თქვენთან ურთიერთობისას იყო პოზიტიური და ნდობით სავსე ატმოსფერო. ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და სურვილს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)