პრაქტიკული ინსტრუმენტები საინფორმაციო შეხვედრებზე

  • ოთხშაბათი, 18 თებერვალი 2026
  • 4 ჯერ

ხონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა ფსიქოლოგთან ერთად იმსჯელეს თვითშეფასების ამაღლების, სტრესის მართვისა და საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენას და პირადი რესურსების გააზრებას.

 „ასეთი ტიპის ტესტები და პრაქტიკული დავალებები გვეხმარება, უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაანალიზოთ, როგორ შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება.“

„სტრესის მართვის ტექნიკები, რომლებიც შევისწავლეთ, რეალურად გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.“

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ასევე  ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას ძალადობის  ფორმების განხილვა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ციფრული ძალადობის საკითხმა.

მონაწილეთა შეფასებით, „დღეს ძალადობის ფორმები უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან ონლაინ სივრცე ახალ რისკებს ქმნის.“ მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ციფრულ გარემოში უსაფრთხოების წესების ცოდნა.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, მათი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის რისკების შემცირებას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები