იურისტისა და ფსიქოლოგის საინფორმაციო შეხვედრა | ზუგდიდი
ზუგდიდში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალებისთვის, რომელიც ძალადობის პრევენციასა და ქალთა სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე, მათი ამოცნობის გზებზე და იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც მსხვერპლთა დაცვისთვის არსებობს — პოლიციისთვის მიმართვა, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების სერვისები.
შეხვედრის შემდეგ იურისტმა ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია მონაწილეებს. განხილული იყო ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე ოჯახის წევრის დაცვის სამართლებრივი გზები.
„კანონი ქალების დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს და დახმარების მიღება შესაძლებელია,“ — აღნიშნა იურისტმა.
ფსიქოლოგის თქმით, მსგავსი შეხვედრები ქალებს ეხმარება ძალადობის ამოცნობასა და მხარდაჭერის გზების დანახვაში:
„ხშირად ქალები ძალადობას ნორმად აღიქვამენ. ინფორმირება პირველი ნაბიჯია ცვლილებებისკენ,“ — ამბობს ფსიქოლოგი.
შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს მიერ, რეგიონებში ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
Latest from Davit
- სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის პროცესში
- ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული მიდგომით მუშაობის ვორქშოფების ციკლი დასრულდა
- ხონში გელ-ლაქის შემსწავლელი კურსი დაიწყო
- ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში
- სენაკში ქალებისთვის საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი დაიწყო
