მრგვალი მაგიდა სენაკში - „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“

1 2 3 4 5 6 7

„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

დიალოგის მიზანი იყო სოციალური თანამშრომლობის გზების დასახვა. სწორედ ამ კუთხით იმუშავეს შეხვედრის მონაწილე რეფერირების სუბიექტებმა. ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჯგუფური  მუშაობის შედეგად დააფიქსირეს კოორდინაციის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, ჩამოაყალიბეს თეზისები ძალადობის პრევენციის სტრატეგიისთვის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები