„ძალადობის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ - მრგვალი მაგიდა ქუთაისში

1 2 3 4

ფონდმა „სოხუმმა“ რიგით მეოთხე მრგვალი მაგიდა ჩაატარა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.

ქუთაისის საკრებულოში შეიკრიბნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სამართალდამცავი ორგანოების და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვა მონაწილეებს და ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე გაამახვილეს ყურადღება.

მრგვალი მაგიდების მიზანია ინფორმაციის გაცვლა რეფერირების ადგილობრივ სუბიექტებს შორის, გენდერული თანასწორობის საბჭომ კი კოორდინაციის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები