ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1 2 3

18 ივნისს ქუთაისში შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ლოკალურ თემებში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე იმუშავებს.

ჯგუფის წევრებმა გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, მიიღეს ინფორმაციები, როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, შეიძინეს უნარ-ჩვევები, რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. შეკრებილებმა რამდენიმე კრიზისული სიტუაცია აირჩიეს  და მისი ანალიზი გააკეთეს.

პროექტიდან გამომდინარე, გაიმართება ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში. გამოვლინდება კრიზისული სიტუაციები და, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა პრობლემების ადრეული პრევენციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები