წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეებმა იმ სოციალურ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებიც ცალკეულ თემში აქტუალურია და კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

მონაწილეებმა იციან, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის მართვა საწყის  სტადიაში ბევრად უფრო ეფექტურია. ინფორმირებულნი არიან, როგორ იმუშაონ კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. არსებობს ანკეტირებით მიღებული მონაცემებიც,

საიდანაც იკვეთება, რა სახის კონფლიქტებია უფრო აქტუალური იმ საზოგადოებაში, ვისთანაც მათ მოუწევთ მუშაობა.

საინიციატივო ჯგუფი აქტიურად გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შეეცდება, ხელი შეუწყოს კონფლიქტების განვითარების რისკების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები