სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

1 2

 3 4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა შემუშავებული „საგზაო რუკის“ პროექტი გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას და გენდერული საბჭოს წევრებს. გადაწყდა, რომ გენდერული საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს „საგზაო რუკას“, რათა მოხდეს რიგი საკითხების ინტეგრირება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში. ითქვა, რომ საკრებულო ჩაერთვება იმ საკითხების ადვოკატირებაში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცილდება.

აქცენტი გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გენდერულ ასპექტებზე. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყველანაირად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართვას რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციაში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“  ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები