პანდემიის პირობებში ჩატარებული ონლაინ მუშაობის შემდეგ ქუთაისში  ტრენინგზე პირველად შეიკრიბნენ 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ლობირების საკითხებს მიეძღვნა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა აქტუალური ქეისები. ინტერაქტიული მუშაობა წარმართა ტრენერმა ელისაბედ სოფრომაძემ. მონაწილეთა თქმით, ეს მათთვის სასარგებლო და ნაყოფიერი დღე იყო.

ტრენინგის ორგანიზატორია - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გაიმართა მორიგი ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერით. მასში გაშუქდა საქმიანობის შედეგები, მიღებული გამოცდილება.

გადაცემის ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი.

გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, მეწარმე ქალთა ფონდის და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებიდან.

გადაცემის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება საპროექტო საქმიანობაზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „ონ­ლა­ინ „ხმის მრიცხ­ვე­ლის“ -  ამომ­რჩევ­ლის რჩე­ვის აპ­ლი­კა­ცი­ის (Voter Advice Application) და­ნერ­გვა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მი­ღე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“.

პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პრო­ექ­ტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.

მკითხ­ველი გა­ეც­ნობა დე­ტა­ლურ მე­თო­დო­ლო­გი­ას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.

დეკლარაციის ხელმოწერა საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისში გამართული შეხვედრის დროს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი დეკლარაციას, რომელიც მიმართულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

 

პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ პირველი საერთო ღონისძიება საირმეში ჩატარდა 27-28 მარტს.

ეს იყო ორი ჯგუფისთვის ჩატარებული ორი ტრენინგი ერთ მნიშვნელოვან თემაზე „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა (GREWS)“. ტრენინგებში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

 

ახალი პროექტის „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების კვლევა დაიწყო. საველე სამუშაოების შემსრულებლებთან შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებზე.

კვლევის გეოგრაფია მოიცავს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე 6 სოფელს და ქალაქ ზუგდიდს. კვლევის დროს შეგროვდება რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაცია.

 

დასრულდა ინოვაციური და საინტერესო პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“. 25 მარტს ონლაინ ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც 60-მდე ადამიანი ესწრებოდა.

პროექტის მონაწილეებმა შეკრებილებს გაუზიარეს „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ ამოქმედების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრეს მომავალ არჩევნებში მსგავსი პლატფორმის დანერგვასა და გამოყენებაზე.

სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს მოსაზრებები აპლიკაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და პოლიტიკური ნდობის ამაღლების თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი დანერგვის აუცილებლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ქალებსა და კაცებს, თავიანთი აქტივიზმით, ერთად შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა. მტკიცედ მჯერა, რომ მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ქალების თანაბარი და აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.“

ეს არის ამონარიდი ეკატერინე გამახარიას გამოსვლიდან.

25 მარტს ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის (CSW65) ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიაში.

ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ სწრაფ მოკვლევაზე, რომელმაც გამოავლინა პანდემიის დამანგრეველი გავლენა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავებაში, რასაც კრიზისის დასაძლევად კრიტიკული როლი აქვს.

2021 წლის 25 მარტს ფონდი „სოხუმის“ თბილის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის (CSW65) ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიაში.

ეკატერინმემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული სწრაფი მოკვლევის შედეგად დაფიქსირებულ პანდემიის დამანგრეველ გავლენაზე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა, ქალთა მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავებაში, რასაც კრიზისის დასაძლევად კრიტიკული როლი აქვს.

„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ქალებსა და კაცებს, თავიანთი აქტივიზმით, ერთად შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა.  მტკიცედ მჯერა, რომ მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში ქალების თანაბარი და აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.“

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები