სამომავლო გეგმები, წლიური მუშაობის შეფასება, ქალთა როლი ქვეყნის განვითარების საქმეში-ამ საკითხებზე ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.ჩატრებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობებიც შეაფასეს.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც შეუერთდა.ახალგაზრდებმა სპეციალური პრეზენტაცია მოამზადეს დაკიდევ ერთხელ ისაუბრეს საკუთარ როლზე ქვეყნის წინსვლის საქმეში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად  2000 წლის 12 აგვისტოს აღინიშნა.

ჩვენ შეგიძლია ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს განვითარებისთვის, ახლგაზრდული ძალა მნიშვნელოვანია!-ამ შემართებით შეუერთდნენ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები. მათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში საკუთარ როლსა და ახალგაზრდულ ძალაზე ისაუბრეს.

საინტერესო შეხვედრა ჩატარეს სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა .მონაწილეებმა შეაფასეს წლიური მუშაობა, შესაძლებლობები, თავიათი რესურსები და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

-უსაფრთხო, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების  დაბალი პერსპექტივები, ახალგაზრდული პროგრამების სიმცირე, სტიგმატური აზროვნება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით-  წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები  ამ გამოწვევებს ყველაზე აქტუალურად მიიჩნევენ და  გამოსავლად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას მიიჩნევენ.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბოლო ერთი წლის შედეგები შეაჯამეს.  წარმატებულ ქალთა ისტორიების პოპულარიზება, პრობლემათა ადვოკატირება, ქალთა ინფორმირება და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართვა -ეს საკითხები შედეგების ჩამონათვალში დასახელდა.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდების საერთაშორისო  დღე აღნიშნეს. შეაჯამეს ის შედეგები, რომელიც მათ პროექტში ჩართულობით მიიღეს. ისაუბრეს მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

,,ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ უსაფრთხო, არაძალადობრივ გარემოში, უნდა არსებობდეს მრავლფეროვანი მუნიციპალური პროგრამები, რაც მეტ პერსპექტივებს შექმნის ახალგაზრდებისთვის.,, -ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ მონაწილეებს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ისაუბრეს სამშვიდობო სტრატეგიასა და ადვოკატირების პროცესებზე.

ადვოკატირების ჯგუფმა სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ჩაატარა შეხვედრა აქტიურ ქალებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, სამედიცინო პერსონალთან.

მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოკუმენტში ასახულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე.

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ განყოფილების წარმომადგენლები. ასევე აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინფორმატით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან - სულ 45 ადამიანი.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ WAVE-ის მიერ მომზადებულ გზამკვლევს: „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ - https://wave-network.org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაციები გზამკვლევში წარმოდგენილი ქალთა ორგანიზაციების მუშაობის პერსპექტიულ პრაქტიკებზე, მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიებზე ომის და ომის შემდგომ პერიოდში. ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკაზე,  რომელიც აღნიშნულ გზამკვლევში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დაეხმარება იმ ძირითად აქტორებს, რომლებიც ქალებისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე არიან პასუხისმგებლები.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ქსელური შეხვედრა

ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ონლაინ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. შეკრებილებმა შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების დინამიკა.

ჯგუფების ლიდერმა ქალებმა ისაუბრეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ახალ პრობლემებზე, ადვოკატირების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკა: გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.  

ასევე, განხილული იყო სამომავლო გეგმები და ქსელის, როგორც ურთიერთდახმარების მექანიზმის,  მუშაობის  საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

კიდევ  ხუთი ტრენინგი ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ამჯერად -  ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მუშაობაში, სატრენინგო აქტივობებში.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისინი არა მარტო თვითონ სწავლობენ კონფლიქტის მართვასთან თუ ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ ცდილობენ, ტრენერობასაც დ აეუფლონ და სხვებსაც გააცნონ ის საკითხები, რაც უვკე იციან. საზაფხულო არდადეგების პერიოდში ახალგაზრდები  თანატოლებთან აპირებენ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ეს ჩვენი მუშაობის თვალნათელი შედეგია -  სწორედ ტრენინგების შემდეგ გაუჩნდათ ამბიციები, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. ახალგაზრდა ტრენერები შემაჯამებელი შეხვედრისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აირჩიე ბლოგის თემა - ქალები უკრაინიდან...

ჩვენს ვებგვერდზე არის ამის შესაძლებლობა და...

არის ამბები ქალებზე, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩამოვიდნენ ცოტა ხნით, ომის დამთავრებამდე, მაგრამ ჯერ აქ არიან. ჯერ კიდევაა ომი...

ბლოგის ავტორია ლალი შენგელია, თვითონაც ომგამოვლილი, რომლისთვისაც მახლობელია უკრაინელი ქალების ტკივილი, დარდი, მონატრება, იმედი...

ამბებშიც ეს ჩანს: როგორ ტკივათ, რაც მოხდა, როგორ დარდობენ იქ დარჩენილ ახლობლებზე, როგორ ენატრებათ სახლი, მეზობლები და იმედი - რომ მალე შეძლებენ დაბრუნებას. 

ყველა ისტორია საინტერესო და უნიკალურია: ანა უკრაინის ხსენებაზე სულ ტირის, ნატალიამ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვოტა ქუთაისში, ლიუბოვი ახლობლებთან ჩამოვიდა, მაგრამ ისევ დაბრუნდა უკრაინაში. მეორე ნატალიამ კი ხელახლა იპოვა  ბედნიერება - განქორწინებულ ქმარს შეურიგდა და ბავშვიც უზომოდ ბედნიერია... კიდევ უამრავი საინტერესო ამბავს წაიკითხავთ ბლოგში

https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/#blog4

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები