,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

 მონაწილეებს  ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე მიეწოდა. შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

ფასილიტატორებთან ერთად გაანალიზდა მოსალოდნელი რისკებიც

შეხვედრა გაიმართა სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც.მათ მიერ ჩატარებული ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს საინტერესო დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია.განხილვის თემები ოჯახური ძალადობა, ბულინგი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა იყო.

სწორედ ინტერაქცია და აქტუალურ თემებზე დისკუსია არის  ფორუმ -თეატრის მთავარი მახასიათებელი, რომელიც ამ ფორმატის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს.

,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციის მიტანა ადრესატამდე

  • სამშაბათი, 14 თებერვალი 2023
  • 196 ჯერ

- რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა ძალადობის პრობლემის პრევენციისთვის, როგორ დავეხმართ იმ ქალებს, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, - ამ საკითხებზე მსჯელობენ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად მიმდინარეობს.

ვანის, ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ შეხვედრებში მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც  ცენტრების საქმიანობაში აისახება.

- აუცილებელია ყველა საჭირო ინფორმაციის გავრცელება და ადრესატამდე მიტანა, ეს ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას, - ასეთია მონაწილეთა საერთო პოზიცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სატრენინგო კურსის 5 თვე

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში მთავრდება სატრენინგო კურსის 5 თვე. თვის პირველ ნახევარში ჩატარდა შეხვედრები ტყიბულში, წალენჯიხაში, სამტრედიაში, ქობულეთსა და თერჯოლაში. ამ ტრენინგებს 87 მონაწილე დაესწრო. კურსის მონაწილეებმა 10 ტრენინგი გაიარეს კონფლიქტის მართვის და გენდერულ საკითხებზე.

ახლა რჩება შემაჯამებელი ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება მარტში.  შეხვედრებზე მოწვეულები იქნებიან პედაგოგები და მშობლები. ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფები, პრეზენტატორები აქტიურად ემზადებიან, რათა შეაჯამონ და აუდიტორია წარუდგინონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში დააგროვეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირების პროცესი სენაკში

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ იგპ თემებში შერჩეული პრობლემების ადვოკატირებას. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში გაჩნდა ახალი საკითხებიც - მაგალითად, საცხოვრებელი სახლების გადახურვა. პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც იკვეთება.

ქალთა ჯგუფის წევრები მონიტორინგს უწევენ ადვოკატირებულ საკითხებს, ინფორმაციებს ერთმანეთს უზიარებენ და სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოქმედებენ.  

 პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია.  ღონისძიებაზე  განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში. 

შეხვედრამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ტრადიციულად, საინტრესოდ ჩაიარა.ამჯერად საუბარი შეეხო თემას

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფი გაეცნო ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე ,გადანაწილდა ფოკუს ჯგუფები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები.

შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“  USAID-ის  მხარდაჭერით ხორციელდება.

თანამშრომლობის კარგი მაგალითი

ეს არის ჩვენი ორგანიზაციის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი:

გაერთიანების მე-17 ფილიალში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უფლებამოსილება და ვალდებულებები. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მართვა, ძალადობის პრევენცია“.

მონაწილეთა შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთული სამუშაო პროცესი.

სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან მომდევნო ტრენინგი უახლოეს მომავალში იგეგმება. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფს კვლევის ჩატარების მეთოდებზე ინფორმაცია მიეწოდა.

კვლევის პროცესის ეფექტიანად ჩატარების მიზნით  ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუების ჩასატარებლად ჩართული პირების ფუნქციები და პასუხისმგებლობები გადანაწილდა.

შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, შეხვედრა აქტიურად და მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილი ინტერესის ფონზე ჩატარდა.

მონაწილეებმა შეაფასეს ადვოკატირების პროცესის დინამიკა. განიხილეს, თუ რა საკითხები აისახა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და რა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები