ტრეინინგ-სემინარები (105)
ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.
დაიწყო პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მშვიდობა ძალადობის გარეშე“ განხორციელება (დაფინანსებულია სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მიერ).
ტრენინგების ციკლის ჩასატარებლად არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლა (ქუთაისში).
პირველი ტრენინგი გაიმართა 25-26 სექტემბერს - სკოლის პედაგოგებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში, რადგან ტრენინგის თემა მეტად აქტუალურია „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი სწავლება აუცილებელია და ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის კონფლიქტების პრევენციის მიზნით.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ორგანიზებით, ფონდმა „სოხუმმა“, რომელიც ამ ქსელის წევრია, თავის ოფისში ჩაატარა ტრენინგი იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრებისთვის.
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობა, კანონის აღსრულების მექანიზმები. მსხვერპლთან და მოძალადესთან მუშაობის სპეციფიკა, პრობლემები, გამოწვევები, გამოსავლის გზები, - ტრენინგი, ძირითადად, ამ მიმართულებით წარიმართა.
მონაწილეები გაეცნენ ქალთა მიმართ ძალადობის სკრინინგ-ინსტრუმენტის გზამკვლევს. იმუშავეს პრაქტიკულ სავარჯიშოზე, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლის იდენტიფიცირებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.
პრობაციის ბიუროს ოფიცრები მალე ჩაერთვებიან ქალი მსჯავრდებულების სკრინინგის პროგრამაში ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად, რაც მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
როგორ უნდა მოხდეს პრობლემების რანჟირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება; როგორ შეიძლება კარგი საპროექტი იდეის ქცევა კარგ საპროექტო განაცხადად; რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ორგანიზაციები პროექტების წარდგენისას - ტრენინგზე ეს და ბევრი სხვა სასარგებლო და საინტერესო საკითხი იქნა განხილული.
ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიების უნარ-ჩვევები და საპროექტო წინადადებების შემუშავება“ გაიმართა 19-22 აპრილს ბორჯომში. მასში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც პროექტებზე მუშაობენ. ტრენინგი ჩაატარა ბელგიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მარინა გურბომ.
ერევანში გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე „სტრატეგიული მშვიდობისმყოფელობის ინსტრუმენტები ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად სამშვიდობო საქმიანობაში“. აქ შეიკრიბნენ შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით მომუშავე პარტნიორული ორგანიზაციების (მათ შორის - კონფლიქტური რეგიონების) წარმომადგენლები. განხილულ იქნა კონფლიქტის გენდერულად მგრძნობიარე ანალიზის საკითხები. ორგანიზაციებმა გააკეთეს თავიანთი პროექტების პრეზენტაციები. ფონდმა „სოხუმმა“ წარმოადგინა უკვე დასრულებული პროექტი „ინკლუზიური მიდგომები ადამიანური უსაფრთხოების სფეროში“. მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ინკლუზიური მიდგომის არსს, მუშაობის მეთოდებსა და შედეგებს.
ერევნის შეხვედრა იყო სივრცე ნაცნობობისთვის, გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების გაზიარებისთვის.







ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 12-15 აპრილს, ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის თემაზე „კომპლექსური მიდგომები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში: გენდერული, სოციალური, პროგრამული და სამოქალაქო ბიუჯეტირება“. მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინეს სამოდელო ადგილობრივი გენდერული პროგრამები პროგრამული ბიუჯეტის პრინციპით. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა.
ფონდ „სოხუმში“ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება იმართება: საინფორმაციო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, ვორკშოპი თუ ტრენინგი. ეფექტურ პრეზენტაციას და ფასილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის.
ორგანიზაციაში ბევრი რამ კეთდება ინსტიტუციური განვითარებისათვის. სწორედ ამ მიზნით 16-17 თებერვალს, ბორჯომში საერთაშორისო ტრენერებმა ფონდის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი პრეზენტაციისა და ფასილიტაციის თემაზე.
ეს იყო მრავალწლიანი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და კიდევ უფრო გამდიდრება. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ შეაფასა თავისი უნარი, დაინახა მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები, მიიღო საჭირო რჩევები და მოტივაცია აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაციის და კიდევ უფრო მეტი წარმატებული შედეგისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან. როგორ პასუხობს გენდერულ პოლიტიკას ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები, რა უფლებამოსილებას აკისრებს კანონი ადგილობრივ თვითმმართველობებს ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში, - ამ საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე ბორჯომში.
ტრენინგს ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა) წარმომადგენლები. სამდღიანი მუშაობის ბოლოს ცალკეულმა მუნიციპალიტეტებმა ჯგუფურად შეიმუშავეს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სამოქმედო სტრატეგია, რომლის დანერგვასაც ადგილობრივ ბიუჯეტში შეეცდებიან.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა მისცა მათ შესაძლებლობა, 9 მუნიციპალიტეტის გამოცდილებას გაცნობოდნენ გენდერული პოლიტიკის დანერგვისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ეს გამოცდილება მათ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
22-25 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ ადვოკატირების საკითხებზე გამართულ ტრენინგზე. ტრენინგი ჩატარდა ერევანში ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს ორგანიზებით. შეხვედრაზე მოხდა პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების კუთხით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
პროექტის „ქალთა შესაძლებლობების გაფართოება ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად" ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო „დისქავერში“, სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა სამშვიდობო ინიციატივები, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გამოყენება.
ტრენინგის ფორმატიდან გამომდინარე, ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდების და ქალთა ჯგუფები ცალ-ცალკე მუშაობდნენ, ხოლო მესამე დღეს ორივე ჯგუფმა გაერთიანებულად იმუშავა.
ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოების, იმიტირებული წარმოდგენების მეშვეობით მონაწილეები შეეცადნენ ეფიქრათ კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლო ვერსიებზე, ახალ მიდგომებზე.
მათი მოსაზრებით, ქალთა სამშვიდობო რესურსები ამოუწურავია და მიღებული ინფორმაციები გაზრდის მათ მოტივაციას, მეტი აქტიურობით იმუშაონ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ოფისში 28 აპრილს ჩატარდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რეგიონების თანამშრომელთათვის.
ტრენინგის თემა იყო „ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონდებლობის მიხედვით“. ფონდი „სოხუმი“ როგორც ეროვნული ქსელის იმერეთის რეგიონალური კომიტეტის წარმომადგენელი, აქტიურად იყო ჩართული ტრენინგის ორგანიზებაში.