ტრეინინგ-სემინარები (105)

ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.

  

პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოს რაიონში“ ფარგლებში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი პროექტების წერის მეთოდოლოგიაზე.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად - შემუშავდა სამი საპროექტო იდეა, რომელსაც ახალგაზრდები წარუდგენენ ადგილობრივ თვითმმართველობას და დონორ ორგანიზაციებს.

ტრენინგზე ახალგაზრდებს ესტუმრა წყალტუბოს გამგეობის კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი პროგრამების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

 

თერჯოლაში დასრულდა საბუღალტრო კურსის პირველი ეტაპი (დაფინანსებული ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის მიერ).

მონაწილეები დაეუფლნენ არსებული დოკუმენტების შენახვას და დაცვას, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შევსებას, წარმოებას და დამუშავებას.

კურსები ორ ჯგუფად ტარდება, თითო ჯგუფში 15 მონაწილეა. სწავლება თვის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

 

 

წყალტუბოში აქტიურ ფაზაშია გადასული კომპიუტერისა და ჭრა-კერვის კურსები, რომელიც ხორციელდება პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოში“ ფარგლებში.

პროექტის ამ კომპონენტს დიდი გამოხმაურება მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მსგავსი კურსები ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომი არ არის ყველასათვის. ამ ეტაპზე ჭრა-კერვის კურსზე ჩართულია 8 ახალგაზრდა ქალბატონი, ხოლო კომპიუტერულ კურსს 15 მსმენელი ჰყავს.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

    

დასრულდა კომპიუტერის კურსების პირველი ეტაპი თერჯოლაში.  მონაწილეები დაეუფლნენ და გაიარეს შემდეგი: Windows საოპერაციო სისტემით მუშაობის საფუძვლები, Word ტექსტების პროცესორის გამოყენების საფუძვლები: Word-ის დოკუმენტის რედაქტირება: ტექსტის გაფორმება: დოკუმენტის ბეჭვდა: ცხრილები და მრავალი სხვა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

 

პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და თვითპრეზენტაცია“ .

ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ უფროსკლასელები, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიონ სწორად პროფესია  და რა მნიშვნელობა აქვს კარიერის დაგეგმვას.

ახალგაზრდებმა ისწავლეს, როგორ უნდა შეადგინონ რეზიუმე, როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი და რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ წარმატებით გაიარონ ინტერვიუ დამსაქმებელთან.

ტრენინგი  აქტიური დისკუსიების და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის ფონზე ჩატარდა. შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები აუცილებელია ამ ასაკის მოზარდებისთვის, რადგან მათ სხვა თვალით დაინახეს თავიანთი მომავალი კარიერა, ჩამოყალიბდნენ, რა პროფესიაზე გააკეთონ არჩევანი.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

    

31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი ბორჯომში, სადაც ესწრებოდნენ 8 ქალაქის - ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ბათუმის - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ტრენინგის თემა - „ოჯახში ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დახმარება; თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.“

ტრენინგზე  განხილული იყო შემდეგი თემები: გენდერი და გენდერული ძალადობა; ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები; მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

ტრენინგის ბოლოს რეგიონების მიხედვით შემუშავდა გენდერული სამოქმედო გეგმები, დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, განისაზღვრა ამოცანები, ინდიკატორები, პასუხისმგებელი პირები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდმა „სოხუმმა“ თერჯოლაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტის მონაწილე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება პროფესიული გადამზადების კურსები: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.

15 მარტს ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

  

ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ის ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პროფესიული გადამზადების კურსებს: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.

ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მეტ შესაძლებლობას და ოჯახების სოციალური ფონის გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში.

10 მარტს დაიწყო კომპიუტერული კლასის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

  

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ, ორდღიან ტრენინგზე. 26-27 თებერვალს ისინი მუშაობდნენ პროექტის წერასა და დიზაინზე.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის წერის პრინციპებს - პროექტის სახელი, მიზნების აღწერა, პრობლემის აღწერა, რისკების განსაზღვრა, ღონისძიებების ჩამონათვალი.

მეორე დღეს კი იყო პრაქტიკული მუშაობა - მობილიზატორებმა მცირე პროექტები შეიმუშავეს ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრისთვის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

       

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.

17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და  არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.

18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.

მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები