ტრეინინგ-სემინარები (105)

ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.

  

ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ოჯახი ძალადობის გარეშე“ ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

დასაწყისში მოეწყო შეხვედრები თემში მცხოვრებ ქალბატონებთან და მათი შერჩევა ტრენინგისთვის. შემდეგ ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 23 ადამიანი სხვადასხვა სოფლიდან. ტრენინგის თემა იყო „ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები“. მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები.

ტრენინგის მონაწილეთაგან შეირჩნენ ქალბატონები, რომლებიც ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ოჯახში ძალადობის საკითხზე ორსანტიის, ინგირის და დიდი ნეძის თემებში მცხოვრები ქალბატონებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

   

  

აბასთუმანი, ანაკლია, ხეცერა, ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ოფაჩხაფუ, ჯუმი, უჩაშონა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დეპუტატები დაესწრნენ ტრენინგს ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

თემამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეების მხრიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქტიურად ჩაერთვებიან პრევენციულ ღონისძიებებში და მეტ დახმარებას გაუწევენ მსხვერპლს. სწორედ ეს გამოჩნდა ტრენინგის დროს შემუშავებულ რეკომენდაციებში.

ტრენინგი გაიმართა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“  ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით) შემდგომ ტრენინგზე მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი პროექტის „თემთა მობილიზება ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის“ ფარგლებში. ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები მათხოჯის, კუხის, ნახახულევის, გოჩაჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში და თვითმმართველობის თანამშრომლები.

ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, განხილულ იქნა პრაქტიკული მაგალითები, სტატისტიკური მონაცემები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მიზეზებსა და პრევენციაზე. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მათხოჯში, კუხში და ნახახულევში, რაც ხელს შეუწყობს თემის მობილიზებას ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

 

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ჩაატარა ტრენინგი „ცოდნით ვძლიოთ ოჯახურ ძალადობას“. 18 მონაწილეს შორის იყვნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენლები და აქტივისტები, სამედიცინო პერსონალი.

ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამები, მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფი -  ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა საუბარი ტრენინგის დროს. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები ძალადობის მსხვერპლის უფრო ეფექტური დაცვისა და პრევენციული მუშაობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

„გენდერი და გენდერული ძალადობა“ - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი სენაკის საკრებულოში გენდერული საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში (ფონდი ,,სოხუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით).

ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე თემის 2-2 წარმომადგენელმა. ისინი გაეცნენ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, მწვრთნელისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შემდგომ თავიანთ თემებში გენდერის თემაზე ვორკშოპებს ჩაატარებენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი, რათა მათ შეძლონ ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინასებული მცირე პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება.

ტრენინგის პირველი ნაწილში განხილული იყო ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობა. მობილიზატორებმა ადგილზევე შეავსეს სხვადასხვა ფინანსური ფორმა.

მეორე ნაწილი მიეძღვნა საორგანიზაციო მუშაობას, სამოქმედო გეგმების განსაზღვრას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას პროექტის ეფექტურობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საკურორტო სერვისი და მომსახურების ეტიკეტი“. მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიხატებოდა იმით, რომ გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია ამ სფეროში და მათთვის აუცილებელია ტრენინგით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების ათვისება. ტრენინგზე თეორია და პრაქტიკა დოზირებულად იყო მიწოდებული, რამაც მის პროდუქტულობაზე დადებითად იმოქმედა.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენინგების ციკლი უფრო მასშტაბურად ჩატარდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

  

ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“   მომდევნო ეტაპზე გადავიდა (პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).

აპრილში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია, 13 მაისს კი ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი სტუდენტებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები გენდერული თანასწორობის საკითხებზე; გაეცნენ ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურას, პრიორიტეტებს; გაიაზრეს, რამდენად ეფექტურია სტუდენტების ჩართულობა, რეკომენდაციების მომზადებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას.

ტრენინგში სამი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ ვორკშოპების ჩატარებას წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის კორპუსში. 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

12 მაისს წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მცირე მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს გეგმის შედგენა“. მასში მონაწილეობა მიიღო 13-მა ახალგაზრდამ. რომლებმაც გაიარეს კომპიუტერისა და ჭრა-კერვის კურსები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა შეიმუშავეს ბიზნეს-გეგმები. მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტების კონკურსში და მიიღონ სამახსოვრო პრიზები, რომლებიც დაეხმარებათ მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში.  

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

    

7 და 9 მაისს თერჯოლის ახალგაზრდულ სახლში ჩატარდა ტრენინგი „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ თემაზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა ახალგაზრდამ - მათგან 10-10 კომპიუტერული და საბუღალტრო სწავლების კურსდამთავრებულები არიან, ხოლო 10 - ახალი მონაწილეა.

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი იდეის შესაბამისად დაწერონ ბიზნეს-გეგმა და განსახილველად წარუდგინონ კომისიას. გამარჯვებული მონაწილე სამახსოვრო პრიზით დასაჩუქრდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები