გრძელდება კვლევა „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ მიზნით, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ახორციელებენ. ️ამ ეტაპზე, ოთხი ფოკუს ჯგუფი და ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება. ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის თებერვლის თვის ტრადიციული შეხვედრის თემა სამშვიდობო ინიციატივები იყო.ახალგაზრდებმა სამოქმედო გეგმასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე იმუშავეს. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ, მათ ახალგაზრდული კლუბის და ფონდ,, სოხუმის,, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
ახალგაზრდების ინფორმირებულობა გენდერულ პრობლემებზე,არაძალადობრივი კულტურის დანერგვის ფორმირება,ამ თემების ირგვლივ იმსჯელეს მორიგ შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კი აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისი ჟრიამულით აივსო. ქუთაისელ, წყალტუბოელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს ტრენერმა რუსუდან კარკაძემ ჩაუტარა ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.
განხილული იყო შემდეგი საკითხები: მედიაწიგნიერება, ციფრული ინსტრუმენტები, დეზინფორმაცია, კიბერბულინგი. მონაწილეები დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა კონკრეტულ მეთოდს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მიზნით. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ვებგვერდს და შეასრულეს სახალისო ონლაინ ტესტი დეზინფორმაციის არსის უკეთ გაგების მიზნით.
ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს ანკეტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა სამშვიდობო აქტივობებში ჩასართავად.
დასრულდა ციკლი „5 ART“ - გაიმართა 5 შეხვედრა უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ ლტოლვილ ბავშვებთან. თერაპიული შეხვედრების მიზანია, ბავშვებს განუვითარდეს ემოციების და იმ სიტუაციების ურთიერთკავშირის უნარი, რომელშიც ისინი იძულებით აღმოჩნდნენ. შეხვედრები ეხმარება ბავშვებს ემოციური სტრესის და თანმხლები სიმპტომების აღმოფხვრაში, საკუთარ თავთან და სხვებთან სწორად ურთიერთობაში, ნეგატიური იმპულსების და რეაქციების პოზიტიურად გარდაქმნაში.
შედეგები თვალსაჩინოა: სტრესის მოხსნა, გადაჭარბებული ცნობიერი კონტროლის შესუსტება, ურთიერთნდობა, ფიზიკური სილაღე. 7-დან 12 წლამდე 10-მა ბავშვმა 5 საინტერესო დღე გაატარა ქალთა ფონდ „სოხუმში“ და დაუმეგობრდა ერთმანეთს.
მუშაობა წარიმართა მცხეთა მთიანეთის რეგიონალური ჰაბის მხარდაჭერით
წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „მტიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირება“, რომელსაც დევნილთა სხვადასხვა თემში მცხოვრები აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები დაესწრნენ.
მონაწილეებმა გაიგეს ადვოკატირების არსი, მოახდინეს საკუთარ ჩასახლებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბეს ადვოკატირების სტრატეგიული გეგმა.
პრაქტიკული მაგალითებით და სავარჯიშოებით მონაწილეებმა გააანალიზეს ადვოკატირების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. ყურადღება გამახვილდა SWOT ანალიზზე, რამაც მონაწილეებს დაანახა ადვოკატირების ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები. ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარება მათ ადვოკატირების წარმატებით წარმართვაში.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
9 ახალი ადამიანი დაემატა უკრაინელთა რაოდენობას იანვარში და ახლა 387 ადამიანია. როგორც წინა თვეებში, ახლაც გაეწია მათ დახმარება სხვადასხვა სახით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სურსათის ვაუჩერების დარიგებაა. იანვარში ორგანიზაციამ შეისყიდა 52 ცალი 100-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც დაურიგა 39 ოჯახს. ამას გარდა, 4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები, 6-მა ოჯახმა კი მიიღო თანხა ბინის ქირის დასაფარად.
საჭიროებების მიხედვით, არის სხვა სახის მხარდაჭერაც: ტელეფონის საფასურის გადახდა, ონკოავადმყოფებისთვის კონსულტაციების, გადასხმების და წამლების ხარჯის ანაზღაურება.
ყველაფერი ეს შეიძლება მცირეა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი გვემადლიერება ამ სტაბილური მხარდაჭერისთვის, რომელიც თითქმის ორი წელია გრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს და "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივ კვლევას შეუდგნენ. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “მშვიდობა, ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები” . მონაწილეებმა მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გუნდური ტიპის სავარჯიშოებში ჩაერთნენ, სამშვიდობო სახის ინიციატივები შეიმუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. ტრენინგს USAID-ის პროგრამების მართვის სპეციალისტი, ახალგაზრდული პროგრამების მრჩეველი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელი- გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.
აქტიური ინტერაქციის ფონზე ჩატარდა ტრენინგი ზუგდიდში, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილი ლიდერი ქალები, ამხანაგობების თავმჯდომარეები ბარამიას და ლაღიძის ქუჩებიდან.
მონაწილეებმა გაიგეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების არსი, გააანალიზეს პროცესი პრობლემის იდენტიფიცირებიდან - მოგვარებამდე. SWOT ანალიზის გამოყენებით შეაფასეს საკუთარი რესურსები, ძლიერი და სუსტი მხარეები, იმსჯელეს მოსალოდნელ რისკებზე.
ტრენინგის მონაწილეებმა კონკრეტული პრობლემები შეარჩიეს და შეადგინეს სამოქმედო გეგმები.
მონაწილეთა უკუკავშირიდან:
„ვისწავლეთ ადვოკატირების გეგმის გაწერა და პასუხისმგებლობების გადანაწილება.“
„ამ უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში გამოვიყენებთ ჩვენს თემებში პრობლემათა ადვოკატირებაზე მუშაობისას.“
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებთან იანვარში აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი. მას 16 ლტოლვილთან ჰქონდა შეხვედრა - ჩატარდა ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა: ანამნეზის შეგროვება, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება. ზრდასრულებთან ერთად ფსიქოლოგი აქტიურად მუშაობდა სამ მოზარდთან. მათ აწუხებთ ჰიპერაქტიურობის, მარტოობის და ახალ გარემოში ადაპტაციის პრობლემები. ფსიქოთერაპიული სესიების შედეგები თანდათან ვლინდება და უკრაინელების სულიერი მდგომარეობაც უჯობესდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)