ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის შეხვედრაზე ქალბატონებმა ადვოკატირების დინამიკაზე ისაუბრეს და ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ აქტივობები დაგეგმეს.
"მშვიდობა და სამშვიდობო ახალგაზრდული ინიციატივები" იყო ტრენინგის თემა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა.
მონაწილეებმა ისაუბრეს ,თუ რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა და დღევანდელ სიტუაციაში გრძნობენ თუ არა თავს მშვიდად და დაცულად.
მათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში სამშვიდობო ახალგაზრდულ ინიციატივებსა და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს აქცენტი.
დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტიზაციისთვის, ადვოკატირების წარმართვისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
ჯგუფის ლიდერმა მოკლე ანგარიში წარუდგინა აუდიტორიას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც პრობლემების ადვოკატირების პროცესში ხვდებათ. იმსჯელეს დაძლევის გზებზე, თანამშრომლობის ახალ ფორმაზე თვითმმართველობასთან და ლობისტის ჩართულობაზე მეტი შედეგების მოსაპოვებლად.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ ჩაერთონ ქსელურ მუშაობაში და შეავსეს ელექტრონული ფორმა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობა. გაეცნენ ბლოგებს, რომლებიც მათი აქტივობების გაშუქებას მიეძღვნა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ადვოკატირების პროცესშია. პრობლემების ადვოკატირების დინამიკის შესაფასებლად ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელს - ეკატერინე გამახარიას ჰქონდა პატივი, წარმოედგინა ქალთა ფონდი „სოხუმი“ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც პანელისტს კანადის უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარისა და ირლანდიის ადამიანური განზომილების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ღონისძიება მიეძღვნა კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას - „ომის გავლენა მოქალაქეებისა და სამხედრო პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.
პანელურ მომხსენებლებს შორის იყვნენ: ბატონი ალექსანდრე კლენი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი ჯულიანა სტოიანოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ენდრიუ გარდნერი, ODIHR ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გენერალ-მაიორი მარტ ბილოდო, ქირურგი კანადის შეიარაღებულ ძალებში.
მარია სოსნიცკაია უკრაინიდანაა. ომმა საქართველოში ჩამოიყვანა. ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიგო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების შესახებ და დაინტერესდა. ახლა ის სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობს ამ საინტერესო საქმეს. მარია კმაყოფილია სწავლების მეთოდებით. მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანის თქმით, ის ნიჭიერი, მონდომებული მოსწავლეა და შეუძლია ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.
მარია აპირებს განაცხადის გაკეთებას გრანტზე, რომლის კონკურსსაც Care Caucasus აცხადებს. ჩვენი 10 უკრაინელი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგზე, რომლის შემდეგაც შეუძლიათ საგრანტო პროექტის დაწერა. წინა კონკურსში სამმა უკრაინელმა მიიღო გრანტი მცირე სამეწარმეო საქმიანობისთვის. გვჯერა, ახლანდელი შედეგებიც წარმატებული იქნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პატარა უკრაინელი ბიჭუნა მეორე წელია, საქართველოშია დედასთან ერთად, მაგრამ ჯერაც ვერ შეეჩვია აქაურობას. ენატრება იქ დარჩენილი მამა, ახლობლები... სტრესი ქცევებშიც გამოიხატება. ამიტომ მოიყვანა ის დედიკომ ფსიქოლოგთან. ხატვა, შეხება კენჭებთან, ქვიშასთან - ამ მეთოდებით არკვევს ფსიქოლოგი მის ემოციურ მდგომარეობას. ასე ტარდება პირველი სეანსები. თანდათან ბიჭუნას მეტი სითამამე უჩნდება, შიშები ქრება, სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობაც ეწყობა. რასაკვირველია, დედაც მადლიერია.
7 ოჯახის წარმომადგენელთან ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. 15 ადამიანს გაესაუბრა - უკრაინიდან ლტოლვილს, ომგამოვლილს - და მათი განცდები გაიზიარა. მათთან მუშაობისას მთავარია ტრავმების დაძლევა, კრიზისთან გამკლავება... ზოგიერთი მათგანი პირველად იყო და ფსიქოლოგმა მათი საჭიროებები გაიგო, ზოგიერთთან კი გაგრძელდა ფსიქორეაბილიტაციის პროცესი. ასეთ მხარდაჭერას უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ციფრებით გამოხატული მხარდაჭერა ასეთია:
ჩვენს ბაზაში 357 ადამიანია.
ოქტომბერში დაემატა 22 ახალი ადამიანი.
4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური გადასახადები.
7 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა.
ერთ-ერთ ონკოპაციენტს გადაეცა თანხა წამლებისთვის 300 ლარის ოდენობით.
მეორე პაციენტს აუნაზღაურდა MRT თანხა - 326 ლარი.
ფსიქოლოგის კონსულტაცია გაიარა 15-მა ადამიანმა.
საკვები პროდუქტების ვაუჩერი გადაეცა 36 ოჯახს.
ამ ყველაფერს უკრაინიდან ლტოლვილებისთვის აკეთებს ქალთა ფონდი „სოხუმი“. და ყოველი მათგანი მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის ჯგუფის წევრებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა გოგონათა საერთაშორისო დღესა და მათ უფლებებზე, ასევე სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღნიშნამ რომ საქართველოში გოგონათა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის და სოფლად მცხოვრები ქალები ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ განათლების მიმართულებით უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, კლუბის ლიდერმა, გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა . გააცნო ინფორმაცია დღესასწაულის შექმნის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე;
სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.მონაწილეებს ინტერვიუებიდან გამომდინარე ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე გააცნო.ახალგაზრდებმა მოსაზრებები გაცვალეს, პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს,გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა დისკუსიაც.
ახალგაზრდების თვალით დანახული გენდერული საკითები-ამ თემაზე სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა იმსჯელეს. ისაუბრეს,რამდენად აქვთ მათ თანატოლებს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და გენდერული კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები დაასახელეს .
გამოვლენილ პრობლემათა ადვოკატირებაზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა . დეტალურად განიხილეს საკითხები და სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ.