ადვოკატირების პროცესი სენაკში

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ იგპ თემებში შერჩეული პრობლემების ადვოკატირებას. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში გაჩნდა ახალი საკითხებიც - მაგალითად, საცხოვრებელი სახლების გადახურვა. პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც იკვეთება.

ქალთა ჯგუფის წევრები მონიტორინგს უწევენ ადვოკატირებულ საკითხებს, ინფორმაციებს ერთმანეთს უზიარებენ და სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოქმედებენ.  

 პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

შეხვედრამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ტრადიციულად, საინტრესოდ ჩაიარა.ამჯერად საუბარი შეეხო თემას

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფი გაეცნო ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე ,გადანაწილდა ფოკუს ჯგუფები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები.

შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“  USAID-ის  მხარდაჭერით ხორციელდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფს კვლევის ჩატარების მეთოდებზე ინფორმაცია მიეწოდა.

კვლევის პროცესის ეფექტიანად ჩატარების მიზნით  ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუების ჩასატარებლად ჩართული პირების ფუნქციები და პასუხისმგებლობები გადანაწილდა.

შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, შეხვედრა აქტიურად და მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილი ინტერესის ფონზე ჩატარდა.

მონაწილეებმა შეაფასეს ადვოკატირების პროცესის დინამიკა. განიხილეს, თუ რა საკითხები აისახა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და რა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" -ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან.ჯგუფის წევრები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე,გადანაწილდა ფუნქციებიც. პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ზუგდიდის შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთანაც .ახალგაზრდებმა გაიგეს, რა მნიშვნელობა აქვს გაეროს რეზოლუციებს- 1325-ს და 2250-ს და რა შეუძლიათ მათ სამშვიდობო პროცესში ჩართვისა და ნდობის შენებისთვის. ჯგუფური მუშაობის დროს მათ საინტერესო წინადადებები წამოჭრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გენდერულ მრჩეველთა ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე  და ამ გამოცდილების უკეთ შესწავლის საკითხი დააყენა საქართველოში რეპლიცირების მიზნით.

ტრენინგის თემა - პირველი დახმარება

შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი პირისპირ აღმოჩნდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობის წინაშე. სწორად გაწეულმა პირველმა დახმარებამ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ან ტკივილი შეუმსუბუქოს. სასურველია, ყველამ იცოდეს, რისი გაკეთებაა საჭირო ასეთ ვითარებაში.

სწორედ ამ მიზანს ისახავდა ტრენინგი, რომელიც სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ ჩაატარეს გვანცა კიკალეიშვილმა (საქართველოს წითელი ჯვრის მასტერ-ინსტრუქტორი) და ირინა ლატარიამ (მოხალისე). საუბარი იყო ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებაზე, დაზარალებულისთვის ადეკვატური პირველი დახმარების აღმოჩენაზე. ტრენინგი სასარგებლო აღმოჩნდა ყველა მონაწილისთვის.

პროექტი ხორციელდება of the WAVE Network მხარდაჭერით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან  შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კვლევას- " ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა, გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით"

ქალბატონებმა დეტალურად ისაუბრეს,თუ რა აქტივობები ჩაატარეს , აღინიშნა,რომ პროექტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისთვის მნიშვნელოვანია.შეხვედრას იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.

 შეხვედრა გაიმართა სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთანაც.ახალგაზრდები ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბებას, სცენარები დაწერასა და წარმოდგენის დადგმას გეგმავენ.იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი ახალგაზრდულ ჯგუფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.გიორგი ხეჩინაშვილმა ახალგაზრდებს აქტიურობა შეუქო.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა. უკრაინელმა ფსიქოლოგებმა მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“.

ტრენინგში 10 ქალი მონაწილეობდა. ეს იყო მონაწილეების ინფორმირება თემაზე, რა არის სტრესი და როგორ ვლინდება იგი, სავარჯიშოები სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდის საუკეთესო ინიციატივაა მათი მხარდაჭერისთვის.

„არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოსვლა. თქვენ გესმით ჩვენი ტკივილი და იცით, როგორ დაგვეხმაროთ. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება უფრო ინტენსიური იყოს,“ - განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები