7 გასვლითი შეხვედრა გამართა ფსიქოლოგმა თერჯოლის, ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ქობულეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ჩატარდა 4 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური კონსულტაცია და 12 ონლაინ შეხვედრა. ქუთაისში 11 ფსიქოთერაპიული სესია გაიმართა.

ყველა კმაყოფილია მუშაობის შედეგებით, მაგრამ განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ორმა ბენეფიციარმა ახალი უნარების გამომუშავებით შეძლო საკუთარი პრობლემების გადაჭრა და ისწავლა ემოციების კონტროლი, ხოლო სამი მოზარდი გაუმკლავდა ბულინგს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლდა გუნდი. დაიდგა ახალი სცენები, სადაც ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.

ფორუმ-თეატრის ბოლო ორი გამოსვლა განსაკუთრებული იყო. ერთი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეზოში  გაიმართა, დონორი ორგანიზაციის - USAID-ის წარმომადგენლების წინაშე. ჩატარდა ხუთი სცენა. ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლამ მაღალი შეფასება მიიღო. ფორუმ-თეატრის გუნდი USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს აცნობს ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და აყალიბებს ახალ გუნდებს.

მეორე გამოსვლა ფორუმ-თეატრს ჰქონდა გეგუთის #14 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივობა უწოდეს.

ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ აპრილში სამ ოჯახთან - უკრაინიდან ჩამოსულ 7 ადამიანთან - ჩაატარა მუშაობა. გაარკვია მათი მდგომარეობა და უფასო ფსიქოთერაპიის კურსი დაიწყო.

დახმარება ყველას სჭირდება, რადგან რთული დღეები გამოიარეს.

41 წლის ოლენა ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან შარშან აგვისტოში ჩამოვიდა. მთელი თვე იყვნენ ჯოჯოხეთში, ყოველდღიურად იღუპებოდნენ მეზობლები. შიში და უიმედობა ჰქონდათ. შემზარავი სანახავი იყო გადაბუგული სახლები, დამწვარი ცხოველები, დანგრეული ქუჩები... იქიდან უკრაინის სხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ იყო სიმშვიდე, საკვები... წამოსვლა გადაწყვიტეს და საქართველო აირჩიეს: ნაცნობი, თბილი, ახლო. ოლენას თქმით, ძალიან კარგია ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარება პროდუქტებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის რჩევები, მხარდაჭერა. ასე უფრო მარტივდება პრობლემების მოგვარება... 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ჯგუფის მიერ ადვოკატირებულ პრობლემებზე. ამ წარმატებამ მათ აქტიური მუშაობის მოტივაცია მისცა და კიდევ რამდენიმე პრობლემის  მოგვარება დაისახეს მიზნად.

შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქსელური შეხვედრის ჩატარების შესახებ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გაეროს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მუშაობენ წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.

მათ აქვთ წარმატებული ადვოკატირების მაგალითები.  სამუშაო ჯგუფები ახლა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენენ და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობენ.

ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია. მონაწილეების აზრით, ფონდი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ დონეზე რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციისთვის. სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან მუდმივად თანამშრომლობენ და მათთან ერთად ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.

სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და არღვევს სრულფასოვანი ცხოვრების რეჟიმს.

წარმატებული ადვოკატირების პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა.  სამუშაო ჯგუფები ეძებენ გზებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის საინიციატივო ჯგუფში

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დევნილთა დასახლების მცხოვრებთა პირობები.

ამ მიზნით ჯგუფი სისტემატურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტული პრობლემები და მოხდეს  მათი ადვოკატირება.

ჯგუფის წევრები ინიშნავენ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ უკვე დგას დღის წესრიგში და მათ გადაჭრაზე ფიქრობენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მუშაობა მულტიგუნდური პრინციპით

  • პარასკევი, 21 აპრილი 2023
  • 205 ჯერ

ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არსებობს, აუცილებლად უნდა გაიგოს ადამიანმა, ვისაც მსგავსი ტიპის დახმარება სჭირდება, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ ქობულეთის, სენაკის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადრესატამდე მივიდეს საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად, გაზრდილია მომართვიანობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მისამართით. მობილიზატორების დახმარებით ბენეფიციართა ერთი ნაწილი ფსიქოლოგთან შეხვედრისთვის ემზადება. ორი ქალი ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლის სრულ კურსს. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, მუშაობა მულტიგუნდური პრინციპით მიმდინარეობს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ახალი სატრენინგო კურსი დაიწყო.

კურსი 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ჯგუფებს მოიცავს. ჯგუფების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ ადგილობრივი თვითმმართველობები და უკვე ჩატარდა 5 ტრენინგი ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მუშაობაში 125 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ასევე აქტიურად ჩაერთნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ახალგაზრდული დეპარტამენტების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები.

პირველი ნაბიჯები გადაიდგა. გაჩნდა ახალგაზრდების ახალი ჯგუფების იდეები და ინიციატივები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები