არასწორი თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ძალადობას. თუ თვითშეფასება მაღალი გაქვს, შესაძლოა მოძალადედ ჩამოყალიბდე, დაბალი თვითშეფასება კი მსხვერპლად გაქცევს - ასე ფიქრობენ ახალგაზრდები,  რომლებიც წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებში მონაწილეობდნენ.

აზრთა სხვადასხვაობა გაიმართა საკითხზე: რა საშუალებებს მივმართავთ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ განვითარდეს.
- კონფლიქტურ სიტუაციებში ვცდილობ საკუთარი უპირატესობები დავამტკიცო, რაც ხელს მიშლის ურთიერთობის დარეგულირებაში, ეს ჩემი მაღალი თვითშეფასების ბრალია, რაც ხშირად არ ამართლებს. კონფლიქტების მართვა რომ შევძლოთ, უნდა შეგვეძლოს სწორი თვითშეფასება, - მსგავსი მოსაზრება საერთო დისკუსიის შემდეგ გამოიკვეთა.
კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებში სულ 46-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეები ამ თემაზე დისკუსიის გაგრძელებას სკოლებში საკუთარ თანატოლებთან გეგმავენ.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
- რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტების მართვისას მოლაპარაკება. რას ნიშნავს  ფასილიტაცია, მედიაცია, როგორი შეიძლება იყოს მესამე მხარე - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდების ჯგუფთან წყალტუბოში, სენაკში, ფოთში.
 მონაწილეები ამ თემის განხილვას როლური თამაშებით შეეცადნენ. ანალიზისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მესამე მხარის, როგორც მედიატორის როლზე.
-კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევა აუცილებელია, მაგრამ მესამე მხარემ კარგად უნდა იცოდეს როდის ჩაერიოს, ან საერთოდ, აქვს თუ არა მათ შორის ჩარევის უფლება. თუ ეს ფაქტორები არ იქნა გაანალიზებული, შესაძლოა კონფლიქტი კიდევ უფრო გართულდეს. - მიიჩნევენ ვორკშოპის მონაწილეები.
ახალგაზრდები გეგმავენ, მიღებული ინფორმაციები პრაქტიკაში გამოიყენონ. გამოიმუშაონ ფასილიტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და არ მისცენ კონფლიქტებს განვითარების საშუალება.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
FormatFactory1ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკში ჩატარებულ ვორკშოპზე ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს ინფორმირება საკუთარ უფლებებზე, რადგან ქალზე ძალადობა სწორედ მათი უფლებების დარღვევით იწყება.
დისკუსიისას, ახალგაზრდებმა რეალური მაგალითებით გაანალიზეს რამდენად კარგად იცნობენ საკუთარ უფლებებს, ნიშნავს თუ არა დათმობა პრობლემის მოგვარებას დარამდენად ეფექტურად ახერხებენ ისინი კონფლიქტური სიტუაციების მართვას.
- ქალთა ძალადობა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, რაც  ინფორმირების  დეფიციტით არის გამოწვეული. სიამოვნებით გავაგრძელებთ დისკუსიებს ამ თემებზე, რადგან გოგონებმა უნდა ისწავლონ  საკუთარი უფლებების სწორად გამოყენება. რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ თავი დააღწიონ კონფლიქტურ სიტუაციებს და არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის როლში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

ფონდ „სოხუმში“ ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფცია ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“. ვორკშოპს ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიდან. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიას ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მოისმინეს ინფორმაციები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა სამშვიდობო  გამოცდილებაზე. 

ვორკშოპს თან ახლდა ჯგუფური სავარჯიშოები. მონაწილეებმა იმ პრობლემებზე იმუშავეს, რომლებიც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს აწუხებთ და რომელთა ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.

შეხვედრას  დონორი ორგანიზაციის - Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  

 

5 მაისს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუდგნენ ვორკშოპების ციკლის ჩატარებას გენდერისა და ძალადობის თემაზე პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“.

ვორკშოპები უკვე გაიმართა 6 სასოფლო თემში (ახალსოფელი, ნოქალაქევი, ეკი, ზანა, ნოსირი, გეჯეთი) იქ ჩამოყალიბებული გენდერული საინიციატივო ჯგუფებისთვის. მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. მასში აქტიურად არიან ჩართულები გამგებლის წარმომადგენელები სენაკის ყველა სასოფლო თემში და მაჟორიტარი დეპუტატები. მსგავსი ვორკშოპები კიდევ რვა თემში გაიმართება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რამდენად მნიშვნელოვანია ის კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფებთან  გამართულ ვორკშოპებზე.

მონაწილეებმა ანალიზი რეალური ისტორიების განხილვით დაიწყეს. გამოკვეთა შეცდომები, რომელთაც ადამიანები ხშირად უშვებენ ურთიერთობებში და ამით ხელს უწყობენ კონფლიქტების განვითარებას.

სოფელ კოკში ვორკშოპი პედაგოგების ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  მიღებულ უნარ-ჩვევებს მოსწავლეებთან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ვორკშოპები ქალების ჯგუფთან გაიმართა ხონში, სენაკში, ხურჩაში. ოჯახური კონფლიქტების მაგალითების გარჩევის შემდეგ მუშაობა ინტერაქტიულად წარიმართა. მონაწილეებმა აღიარეს, რომ საკუთარი თავისთვის „გარედან“ არასოდეს შეუხედავთ და აღმოაჩინეს, რომ ხშირად თვითონვე ყოფილან ოჯახში კონფლიქტების ინიციატორები.

-ძნელია, საკუთარ თავს გაუბრაზდე, სამაგიეროდ სხვებზე გაბრაზება ადვილია. 

-ხშირად,როცა ვინმეზე ნაწყენი ვარ, ბრაზს ოჯახში ვანთხევ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ყოველთვის რთულია წინააღმდეგობების დაძლევა.

- თუ ყველა ადამიანი შეძლებს პიროვნული, შიდა კონფლიქტების მართვას, ნაკლები იქნება ოჯახური კონფლიქტები, - ასეთი იყო მონაწილეთა მოსაზრება.

ვორკშოპებზე აღინიშნა, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტოლოგია, როგორც საგანი, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, რადგან ახალგაზრდები უკეთ შეისწავლიან საკუთარ თავს და უფრო ადვილად შეძლებენ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების დარეგულირებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სხვადასხვა ასაკის ქალების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში. მათ მიიღეს ინფორმაცია ეფექტურ კომუნიკაციაზე, ვერბალურ და არავერბალურ მხარეებზე. გაიმართა დისკუსია.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა სოფელ კოკში ჩატარებული ვორკშოპი.  მონაწილეებმა  საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითები გააანალიზეს  და ისაუბრეს იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც კომუნიკაციის დამყარებას უშლის ხელს, ან პირიქით - ეხმარება.
ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრით, დისკუსიები ამ საკითხზე უნდა გაგრძელდეს, რადგან კომუნიკაციის როლი კონფლიქტების მართვაში მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა კომუნიკაციის წარმართვის ტექნიკას, მით უფრო შემცირდება  ოჯახური კონფლიქტების განვითარების რისკი.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

საინტერესო ისტორიების გაანალიზებით წარიმართა ვორშოპები ქალთა ჯუფებთან, თემაზე „ქალთა სოლიდარობა - ოჯახური კონფლიქტების მართვის ერთ-ერთი მექანიზმი“.  

- ძალადობის  პრევენცია, მსხვერპლის დახმარება ქალთა სოლიდარობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ოჯახური კონფლიქტების დროს ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს.  თუ შვილი ძალადობის მსხვერპლია, მან იცის, რომ პირველ რიგში დედისგან ვერ მიიღებს მხარდაჭერას, - მიიჩნევენ მონაწილეები.  დასახელდა რეალური ისტორია, როცა ქმრისგან ნაცემი გოგო ტვინის შერყევით საავადმყოფოში აღმოჩნდა, დედა ექიმებს „უსაბუთებდა“, რომ  მას კარადიდან გადმოვარდნილი ყუთი დაეცა.

შეხვედრის მონაწილე ქალებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ქალთა ერთიანობის, სოლიდარობის  დეფიციტი მაინც არსებობს და მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება ქალებს, მხარდაჭერა გამოხატონ მსხვერპლის მიმართ.   

ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, სენაკში, ქუთაისში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში გაიმართა წყალტუბოში, სენაკში, ხონში. მასში სხვადასხვა ასაკის ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვისას, რატომ ვერ ვახერხებთ ეფექტურ ურთიერთობას ერთმანეთთან - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები გააანალიზეს. ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის, ან პირიქით - ეხმარება.

ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრით, დისკუსიები ამ საკითხზე უნდა გაგრძელდეს, რადგან კომუნიკაციის როლი კონფლიქტების მართვაში მნიშვნელოვანია. რაც მეტი ადამიანი გაეცნობა ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკას, უფრო მეტად შემცირდება  ოჯახური კონფლიქტების განვითარების რისკი.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები