საინტერესო დისკუსიები ქუთაისში, ფოთსა და სენაკში

1 2 3

ქუთაისის 33-ე და ფოთის 21-ე საჯარო სკოლაში, აგრეთვე სოფელ ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის  საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის პრევენციის თემაზე (მიზეზები, შედეგები, დაცვის მექანიზმები).

აქ იყო საინტერესო ჯგუფები, მონაწილეთა აქტიური ჩართულობა, როლური თამაშები. გამოიკვეთა პრობლემები. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ზოგან არ შეცვლილა ქალთა მდგომარეობა. ახლაც ის პრობლემებია, რომლებიც ნაჩვენებია შესანიშნავ ქართულ ფილმში „ნატვრის ხე“ - როდესაც ადამიანების ბედს განსაზღვრავდა მახინჯი ტრადიცია, თემის სტერეოტიპული აზროვნება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე - ფოთში, სენაკში, ქუთაისში

1 2 3

კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები განიხილეს მოსწავლეებთან გამართულ ვორკშოპებზე ფოთში - თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში, სენაკის მე-3 და ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლებში. ვორკშოპებს სკოლების დირექტორები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ. როგორც ითქვა, ისინიც საუბრობენ ამ თემებზე, მაგრამ ბავშვები კონფლიქტოლოგთან უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და მუშაობასაც მეტი ეფექტი აქვს. ეს უკუკავშირშიც ჩანს:

„ასეთი მიზეზები მართლაც არის ცხოვრებაში და ვორკშოპზე მიღებული რჩევები გამოსადეგია.“

„სახალისო სავარჯიშოებით ვისიამოვნეთ და ბევრიც ვისწავლეთ.“

„ვორკშოპი მდიდარი იყო სხვადასხვა დავალებით. სხვა დროსაც სიამოვნებით დავესწრები.“

სამივე სკოლის მოსწავლეები დაელოდებიან შემდეგ შეხვედრას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზედა სიმონეთი, განმუხური, სენაკი - ვორკშოპები მოსწავლეებთან

1 2 3

არდადეგები დასრულდა და ისევ დაიწყო ვორკშოპები დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის სკოლებში. 17, 18 და 20 სექტემბერს კონფლიქტის თემაზე ვორკშოპები გაიმართა ზედა სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სენაკის მე-3 საჯარო სკოლაში.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში. საინტერესოა მათი შეფასება:

„კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. უკვე ვიცი, როგორ გამოვიდე რთული სიტუაციიდან.“

„ეს იყო ინფორმაციით სავსე დღე, ბევრი ახალი და საჭირო რამ ვისწავლე.“

„გავაანალიზეთ, რას ნიშნავს კონფლიქტი და რა არის მშვიდობა. ძალიან მომეწონა მეგობრებთან ერთად მუშაობა.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების განახლებული მუშაობა

1  2 3

 4 5 6

ახალ სასწავლო წელს განახლდა ახალგაზრდული კლუბების მუშაობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ნახევარწლიანი თანამშრომლობისთვის შეირჩა ახალი  სკოლები - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

უკვე ჩატარდა პირველი შეხვედრები. ინტერესი დიდია არა მარტო მოსწავლეების, არამედ სკოლის ხელმძღვანელების, პედაგოგების მხრიდან. სამომავლო გეგმებიც გაჩნდა: სხვადასხვა აქტივობა, გაცვლითი შეხვედრები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდა კონფლიქტოლოგები 9 მუნიციპალიტეტიდან - ფონდ „სოხუმში“

1 2 3 4 5 6

ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა 5-თვიანი ვორკშოპების ციკლი თემაზე „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში“.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა კონფლიქტოლოგები - 9 მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში ჩატარებული ვორკშოპების აქტიური მონაწილეები, აგრეთვე მშობლები და პედაგოგები - სულ 26 ადამიანი.

მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, ისაუბრეს იმ ცვლილებებსა და  გავლენაზე, რაც საკუთარ თავზე გამოსცადეს. აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ყველა სკოლაში და ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა ბავშვებმა ადრეულ ასაკში ისწავლონ კონფლიქტების მართვა და მშვიდობიანად მოგვარება.

საკუთარი მოსაზრებები მშობლებმაც დააფიქსირეს:

„დღე საოცრება, დღე პოზიტივი“. „უღრმესი მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენს შვილებზე.“ „პირველად ვესწრები და აღფრთოვანებული ვარ.“ „ჩანს, ნაყოფიერი მუშაობა გაგიწევიათ.“

როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, „შეიძლება მთელი წელი იმუშაო და ვერაფერს ვერ მიაღწიო, აქ კი 5 თვის განმავლობაში ასეთ შედეგამდე მისვლა ტრენერის დიდი დამსახურებაა, რომელიც ასე აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან“...

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიება დასრულდა ექსკურსიით ბაგრატის ტაძარში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები