სენაკის, ხონის, ფოთის ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3

სენაკის (სოფელ თეკლათში), ხონის (სოფელ ნახახულევში) და ფოთის ახალგაზრდულ კლუბებში გაიმართა შეხვედრები ტოლერანტობის თემაზე.

მონაწილეთა ინტერესი დიდი იყო. ეს გამოიხატა აქტიურ დისკუსიებში, როლურ თამაშებში. ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. კლუბის წევრები ამ თემაზე შეხვედრების ჩატარებას აპირებენ თანატოლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში

2 1  3 4 5 6 7 8 9 10

აპრილში ტრადიციული შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან ფოთის,  თერჯოლის, სენაკის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ხონის  მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრაზე განხილული იყო ვაჟკაცობის ცნება და გენდერული თანასწორობის საკითხი. ბიჭები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში: იყო როლური თამაშები, დისკუსიები. ვაჟების აზრით, ოჯახური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი, უმთავრესად, ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეხვედრის ბოლოს, უკუკავშირის დროს მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ძალადობას და უთანასწორობას ცოდნით, ინფორმირებით, სწორი სამართლებრივი მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.

ამ ჯგუფებთან მუშაობა კიდევ გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი, ხონი და თერჯოლა: შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4  65

ფოთის კერძო სკოლაში, სოფელ ნახახულევის (ხონის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ოჯახური ძალადობა, მიზეზები, სტატისტიკა და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.

ეს იყო ახალი შერჩეული ჯგუფები. გამოიკვეთნენ ლიდერები. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში, დისკუსიაში. ისინი აანალიზებდნენ ოჯახური ძალადობის მიზეზებს. როლურ თამაშებში საკუთარი პოზიციები გამოხატეს - ნაჩვენები იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის სცენები, ღალატი...

ყოველი სცენის შემდეგ ახალგაზრდები თამამად საუბრობდნენ პრობლემებზე. აღმოჩნდა, რომ ისინი ავლენენ პროტესტს იმის მიმართ, რაც არ მოსწონთ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტი და მისი ესკალაცია - შეხვედრები სენაკში, ქუთაისში, ზუგდიდში

1 2 3 4 5 6

კონკრეტული მაგალითების განხილვით კონფლიქტის ესკალაციასა  და კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის, ქუთაისის №15 და სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად. ამ ჯგუფებთან მუშაობა გრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის ესკალაციის სტადიების განხილვა ქვედა სიმონეთში, კონტუათში, ფოთში

1 2 3 4 5 6

კონფლიქტის ესკალაციის სტადიები და შესაძლო შედეგები განიხილეს ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.

მათ გაიგეს, როგორ შეიძლება, მცირე კონფლიქტი მასშტაბურ და საშიშ კონფლიქტში გადაიზარდოს და როგორ აიცილონ თავიდან. როგორც აღნიშნეს, ბევრისთვის ახალი იყო კონფლიქტის შესაძლო შედეგის - მოგება-მოგების შესახებ ინფორმაციის მიღება. მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და ინტერესით ელიან შემდგომ შეხვედრებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები