ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1 2 3 4

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო სტრატეგიაზე იმუშავეს: როგორ იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რა პრობლემებია საზოგადოებაში აქტუალური, რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტური სიტუაციების ადრეული პრევენციის მიზნით.

პრობლემებზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები ხშირად იწვევს კონფლიქტების განვითარებას საზოგადოებაში, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც კონფლიქტების ადრეულ მოგვარებაზე მოსახლეობის არაინფორმირებულობას მიიჩნევენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხურჩაში

1 2 3

ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და გააანალიზეს: რა პრობლემებს აწყდებიან თემებში კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაციის დროს, რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს, როგორ ხდება მოსალოდნელ რისკებზე მუშაობა. გამოიყო ძირითადი პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია მათ თემში და კონფლიქტის განვითარების საფრთხეებს შეიცავს. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ჯგუფის სამომავლო სტრატეგიაში აისახება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ერთი დასრულებული საქმე - ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის სიაში

1 2

 3  4

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამეს. ისაუბრეს, რამდენად ეფექტურია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით კონფლიქტების ადრეული პრევენცია, რაც გულისხმობს შეხვედრებს სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებთან, პრობლემათა იდენტიფიკაციას და  ადვოკატირებას.  

გადაჭრილი და დასრულებული პრობლემების სიაში უკვე მოხვდა საბავშვო სტადიონის გახსნა ავტოქარხანაში, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა დასახლებაში.  

პარალელურად ჯგუფი მუშაობს ახალი პრობლემების იდენტიფიკაციაზე. მომავალი წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაფართოება დაიგეგმა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მრგვალი მაგიდა ხურჩაში თემაზე: კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით

1 2 3 4 5 

6  7

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში) მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები, ჟურნალისტები, კახათის, ორსანტიის, დიდი ნეძის, კოკის თემების სამოქალაქო აქტივისტები.

მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ადგილობრივ მუნიციპალურ და სოციალურ პროგრამებზე. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში: როგორ ხდება პრობლემათა იდენტიფიცირება, როგორ მიმდინარეობს ადვოკატირება, რა შედეგები აქვთ.

დისკუსიისას გამოიკვეთა აქტუალური პრობლემები, რომლებიც ცალკეულ თემებში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას, აძლიერებს მოქალაქეთა ჩართულობას პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და  ამცირებს კონფლიქტების განვითარების რისკს საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა წყალტუბოში

1 2 3

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შეფასებით დაიწყეს. აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. გაზრდილია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, რაც ამ კამპანიაში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატება.

შეხვედრის მომდევნო ნაწილში მოდერატორმა ისაუბრა, რა პრობლემები გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, აღნიშნული პრობლემები რამდენად არის რისკის შემცველი კონფლიქტების განვითარების თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები