წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შედეგები

1 2

შეხვედრები მოსახლეობასთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენას და მათ მოგვარებას ადრეულ სტადიაში.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ბოძის გამაგრებას ეხებოდა, უკვე გადაწყვეტილია.

ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისი - საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შედეგები

1 2

აგვისტოში პროექტის „კონფლიქტების ადრეული მოგვარება - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში  ქალთა საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი ჩატარდა.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო მუშაობის შეჯამებისას გამოიკვეთა პირველადი შედეგები. სანაგვე ურნების სანიტარული დეზინფექციის საკითხი, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ თემში, უკვე გადაჭრილია. კონფლიქტი ადრეულ სტადიაში მოგვარდა ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ჩართვით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინიციატივო ჯგუფი - კონფლიქტების ადრეული მოგვარებისთვის

1 2 

3 4

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარებაზე მუშაობს. ჯგუფის წევრებმა უკვე შეადგინეს სამოქმედო გეგმა. შეგროვდა მონაცემები პრობლემის ირგვლივ.

პერიოდულად იმართება ჯგუფის შეხვედრები. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახური, რადგან პრობლემის გადაჭრა სწორედ მათი ჩართულობით უნდა მოხდეს.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი გაკეთდა. იმსჯელეს, რა რესურსების გამოყენება შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები კონფლიქტების პრევენციისთვის

1 2 3 4 5

ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორებმა კონფლიქტური სიტუაციების შესწავლის მიზნით შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ლოკალურ თემში.

საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. ხელისუფლების მხრიდან არსებობს მხარდაჭერა, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და ხელი შეუწყონ თემებში არსებული კონფლიქტების ადრეულ სტადიაში გადაწყვეტას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხურჩაში

1 2

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა უკვე მოახდინეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ თემში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე, რაშიც გაიწერა ის აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონფლიქტური სიტუაციის ლოკალიზებას ადრეულ სტადიაში. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან პროცესში ჩართული და განსაზღვრული აქვთ ფუნქციები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები