შეხვედრები კონფლიქტების პრევენციის მიზნით წყალტუბოში, ქუთაისში, ხურჩაში

1 2 3 4

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სისტემატიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემში. მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის სხვადასხვა დონეზე.

კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარება გულისხმობს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობას და საკითხის ლობირებას - ამ რესურსს საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად იყენებენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ჯგუფის შეკრება წყალტუბოში - კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით

1 2 3

წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა მოდერატორის ინფორმაციები მოისმინეს: რა ტიპის კონფლიქტური სიტუაციები გამოიკვეთა საინფორმაციო შეხვედრებზე და რამდენად არის შესაძლებელი მათი ადრეულ სტადიაში მოგვარება.

ახალი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს და ფუნქციები გაინაწილეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფს უკვე დაუგროვდა კონფლიქტებზე დროულად რეაგირების გამოცდილება. შეხვედრები თემის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან - ეს აქტივობები სამოქმედო გეგმის ნაწილია, რაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1 2 3

მორიგ შეხვედრაზე ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. პრობლემა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა კონკრეტულ თემში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უკვე გადაიჭრა. 

- ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წარმოქმნილი დაპირისპირების დაბალანსებას ადრეულ სტადიაში და შექმნის არაკონფლიქტურ გარემოს, - აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.    

საინიციატივო ჯგუფი მომდევნო თვეში იმ პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავებს, რომელიც  საინფორმაციო შეხვედრების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა თემში.

შეხვედრა ქუთაისში მე-17 ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფი - პრობლემის ადვოკატირება ხურჩაში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხურჩაში აქტიურად მუშაობს. ჯგუფის წევრები იმ აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას ცდილობენ, რომელიც მათ თემში კონფლიქტურ სიტუაციას ამძაფრებს.

პრობლემის ადვოკატირების პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც საკითხის ლობირებას საკრებულოში შეეცდება. მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება, რა ცვლილებები შევა სამოქმედო გეგმაში, რა ნაბიჯებს გადადგამს საინიციატივო ჯგუფი პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობა

1 2

შეხვედრები თემის წევრებთან  კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები სისტემატიურად ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაციების გასანეიტრალებლად.  

საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს პრობლემაზე, რომელიც სოფელ ხურჩის მოსახლეობისთვის საკმაოდ აქტუალურია და ტრანსპორტის გაუმართავ მუშაობას ეხება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები