ქალთა საინიციატივო ჯგუფები იმუშავებენ კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარებაზე

1 2

პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია, თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო  ჯგუფებმა საკუთარ თემებში მუშაობა დაიწყეს.

პირველი შეხვედრა ხურჩის ჯგუფთან გაიმართა. ჯგუფის წევრებმა პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს. შეირჩა მათი თემისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა.

- ვისთვის არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი, ვის ინტერესებში შედის მისი გადაწყვეტა, ვინ არიან მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ვის რა გავლენის მოხდენა შეუძლია  -   საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის ანალიზზე იმ მეთოდებით იმუშავა, რომლებიც მათ სპეციალურ ტრენინგზე შეისწავლეს.

პრობლემის ანალიზი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ეფექტურად იმუშაონ კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტრენინგი ქობულეთში ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის

1 2

 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქობულეთში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.“

ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხურჩა-კოკიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

სამდღიანი პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: კონფლიქტის ცნება, წყაროები, გენდერული დიფერენციაცია, კონფლიქტის ანალიზი და მისი მეთოდები, სტრატეგიული მიდგომები და ინსტრუმენტები კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად.

პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული, როლური სავარჯიშოებით. მიღებული ინფორმაციებისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დახმარებით, საინიციატივო ჯგუფები ეფექტურად იმუშავებენ კონკრეტულ თემებში წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების ნაადრევ პრევენციაზე.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

გრძელდება კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი

1 2 3

- რამ გამოიწვია კონფლიქტი? ვინ არიან დაინტერესებული მხარეები? ვის ინტერესებში შედის პრობლემის მოგვარება? რა რესურსები, რა ალტერნატივები არსებობს მის მოსაგვარებლად? - ამ მეთოდების გამოყენებით იმ კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი გაკეთდა, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ანკეტირების გზით.

აპრილში სულ 3 სიტუაციის ანალიზი ჩატარდა კონფლიქტურ მგრძნობელობაზე. ანალიზით გამოიკვეთა, რომ  კონფლიქტის ძირითადი მიზეზები ძალიან რთულია. მაგრამ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას აქვს გამოსავალი, რომელიც მისი განვითარების რისკს შეამცირებს.

კონფლიქტური სიტუაციები სხვადასხვა შინაარსისაა: უკანონო გარიგებები თხილის და ფეიხოას მოსავალზე, პირუტყვი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქუჩის მცხოვრებლებს, უკანონო მიშენებები და სხვა.

ეს ინფორმაციები მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალთა საინიციატივო ჯგუფებს, პრაქტიკულად გამოიყენონ კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც კონკრეტული სიტუაციების ანალიზით გამოიკვეთა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ანკეტირების ანალიზი და მისი შედეგები

პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში 200 ბენეფიციარი გამოიკითხა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხურჩა-კოკში(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ირკვევა, რომ განსხვავებულია სამივე მუნიციპალიტეტში მიღებული მონაცემები. შესაბამისად, განსხვავებულია კონფლიქტის მიზეზებიც. ანკეტების ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკრეტული კრიზისული სიტუაციების მართვა.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კრიზისული სიტუაციების ანალიზი

ანკეტირებით მიღებული მონაცემებით მოხდა კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებული პრობლემებიდან სამი კრიზისული სიტუაცია შეირჩა და ანალიზი გაკეთდა კონფლიქტურ მგრძნობელობაზე.

კონფლიქტების ანალიზი საშუალებას იძლევა გაირკვეს, რა არის კონფლიქტის ობიექტი, ვინ არიან დაპირისპირებული მხარეები, რა ინტერესები გააჩნიათ, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის განვითარება და, რეალობიდან გამომდინარე, რა ალტერნატიული ვერსიები არსებობს პრობლემის დასაძლევად.

კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობას მისცემს, ადვოკატირების გეგმა შეადგინონ და ეფექტურად იმუშაონ კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები