ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

კლუბის ლიდერმა, მონაწილეებს წარუდგინა 2 პრეზენტაცია თემაზე "12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე" . მონაწილეებმა  გაიგეს, როდის და რატომ დაწესდა ახალგაზრდობის დღე, ასევე გაეცნენ ინფორმაციას  მსოფლიოში წარმატებული ახალგაზრდების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  წლიური მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზეც.

ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის ადვოკატირებული პრობლემა ეხებოდა იმ შენობებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოცვლილი საწვიმარი ღარები. უკვე მოხდა მათი გაწმენდა და პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა.

აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. დასახლების მცხოვრებლები  ეცნობიან ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებში ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობები ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელებენ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პეტიციის დარეგისტრირებით შესაძლებელი იქნება ცვლილების ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა  საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა ონლაინ  გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შედეგებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში  დასრულდა ადვოკატირების პროცესისთვის  დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ადვოკატირება ორი პრობლემის მოგვარებისთვის. ზუგდიდის მერიაში შესაბამისი წერილები დაარეგისტრირეს. ადვოკატირების პროცესი აქტიურად გაგრძელდება სექტემბერში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები, თუ რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.

„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ  სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა.“

„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას  ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“

ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

სამომავლო გეგმები, წლიური მუშაობის შეფასება, ქალთა როლი ქვეყნის განვითარების საქმეში-ამ საკითხებზე ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.ჩატრებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობებიც შეაფასეს.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც შეუერთდა.ახალგაზრდებმა სპეციალური პრეზენტაცია მოამზადეს დაკიდევ ერთხელ ისაუბრეს საკუთარ როლზე ქვეყნის წინსვლის საქმეში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად  2000 წლის 12 აგვისტოს აღინიშნა.

ჩვენ შეგიძლია ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს განვითარებისთვის, ახლგაზრდული ძალა მნიშვნელოვანია!-ამ შემართებით შეუერთდნენ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები. მათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში საკუთარ როლსა და ახალგაზრდულ ძალაზე ისაუბრეს.

საინტერესო შეხვედრა ჩატარეს სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა .მონაწილეებმა შეაფასეს წლიური მუშაობა, შესაძლებლობები, თავიათი რესურსები და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

-უსაფრთხო, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების  დაბალი პერსპექტივები, ახალგაზრდული პროგრამების სიმცირე, სტიგმატური აზროვნება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით-  წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები  ამ გამოწვევებს ყველაზე აქტუალურად მიიჩნევენ და  გამოსავლად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას მიიჩნევენ.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბოლო ერთი წლის შედეგები შეაჯამეს.  წარმატებულ ქალთა ისტორიების პოპულარიზება, პრობლემათა ადვოკატირება, ქალთა ინფორმირება და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართვა -ეს საკითხები შედეგების ჩამონათვალში დასახელდა.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდების საერთაშორისო  დღე აღნიშნეს. შეაჯამეს ის შედეგები, რომელიც მათ პროექტში ჩართულობით მიიღეს. ისაუბრეს მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

,,ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ უსაფრთხო, არაძალადობრივ გარემოში, უნდა არსებობდეს მრავლფეროვანი მუნიციპალური პროგრამები, რაც მეტ პერსპექტივებს შექმნის ახალგაზრდებისთვის.,, -ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ მონაწილეებს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ისაუბრეს სამშვიდობო სტრატეგიასა და ადვოკატირების პროცესებზე.

ქსელური შეხვედრა

ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ონლაინ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. შეკრებილებმა შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების დინამიკა.

ჯგუფების ლიდერმა ქალებმა ისაუბრეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ახალ პრობლემებზე, ადვოკატირების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკა: გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.  

ასევე, განხილული იყო სამომავლო გეგმები და ქსელის, როგორც ურთიერთდახმარების მექანიზმის,  მუშაობის  საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები