ფორუმ-თეატრმა დაიწყო აქტიური სარეპეტიციო პროცესი. ჯგუფი ცვლილებების მოლოდინშია. გამოცხადდა ქასთინგი, ხდება გასაუბრებები და ველოდებით ახალგაზრდა მსახიობთა ახალ ნაკადს. ფორუმ-თეატრში ხშირად ხდება მსგავსი ცვლილებები, რადგან მოსწავლეები მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ.

სექტემბერში ჩატარდა ორი წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში, უკვე მთავრდება კარგი ამინდების სეზონი და ფორუმ-თეატრმა მაქსიმალურდ გამოიყენა ეს სივრცე. ღია ცის ქვეშ თამაში კარგი გამოცდილებაა მსახიობებისთვის.

წარმოდგენების დროს დისკუსიებში ჩართულობა იყო საინტერესო და გულწრფელი, ოღონდ ეს არის: მაყურებლები ერიდებიან ფოტოების გადაღებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის მართვის სწავლების და ძალადობის პრევენციის ციკლის მეხუთე  ტრენინგი  აგვისტოში ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

ტრენინგებს დაესწრო დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის ორასამდე ახალგაზრდა - ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები. ტრენინგების მონაწილეები საკუთარ ცვლილებებზე საუბრობდნენ -  როგორები იყვნენ ტრენინგების  დაწყებამდე და როგორები არიან ახლა.

აღნიშნეს, რომ გახდნენ მეტად თავისუფლები, თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები, ტოლერანტულები,  აქტიურები. ისწავლეს პრობლემების დანახვა,  იდენტიფიცირება, ადვოკატირება.

უკვე მაღალია მათი ინტელექტუალური რესურსი  კონფლიქტების დარეგულირების და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის კუთხით. 

კონფლიქტის პრევენცია კონფლიქტის გადაწყვეტის უპირველესი მიზანია და გულისხმობს ადგილობრივი ახალგაზრდული სამშვიდობო რესურსის გაძლიერებას. ხუთთვიანმა სატრენინგო კურსმა გამოავლინა ახალი სახეები, ახალი ლიდერები, რომლებიც სექტემბრის შემაჯამებელ შეხვედრებზე წარადგენენ პრეზენტაციებს და ისაუბრებენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მიღებულ  ცვლილებებსა და შედეგებზე.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ  ხუთი ტრენინგი ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ამჯერად -  ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მუშაობაში, სატრენინგო აქტივობებში.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისინი არა მარტო თვითონ სწავლობენ კონფლიქტის მართვასთან თუ ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ ცდილობენ, ტრენერობასაც დ აეუფლონ და სხვებსაც გააცნონ ის საკითხები, რაც უვკე იციან. საზაფხულო არდადეგების პერიოდში ახალგაზრდები  თანატოლებთან აპირებენ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ეს ჩვენი მუშაობის თვალნათელი შედეგია -  სწორედ ტრენინგების შემდეგ გაუჩნდათ ამბიციები, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. ახალგაზრდა ტრენერები შემაჯამებელი შეხვედრისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ძალადობას, ბულინგს, ოჯახის წევრების ურთიერთობებს, კონფლიქტებს ეხება. ყველა ეს თემა აქტუალურია, ამიტომაც იწვევს მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდა მსახიობების გამოჩენა ქუჩაში...

ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის პარკებში. სხვადასხვა ასაკის მაყურებელი დისკუსიაშიც ჩაერთო. უმეტესობა ერიდება საკუთარი თავის წარდგენას, ფოტოების გადაღებას. თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფორუმ-თეატრი საინტერესო ფორმაა საზოგადოებასთან პრობლემებზე საუბრისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში საკმაო რაოდენობის ლიდერები არიან. მათ აქვთ თანატოლებთან მუშაობის გამოცდილება და სწორედ მათგან ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შექმნა ახალგაზრდა ტრენერთა ქსელი.

ქსელის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელზეც განიხილეს ტრენინგის ჩატარების სტრუქტურა და ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

მონაწილეთა გამოცდილებას დაემატა ბევრი ნიუანსი, რადგან ისინი გაცნენ მნიშვნელოვან საკითხებს: მოდულის შექმნა, ტრენინგის მიზნების განსაზღვრა, აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ტრენინგის სპეციფიკა, პრეზენტაციის მომზადება, დარბაზის მოწყობა, დროის განაწილება, ტრენერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიგეს ტრენინგის აგების ძირითადი პრინციპები, ისწავლეს აუდიტორიის მართვა და დროის სწორად განაწილება. მათ უკვე შეუძლიათ ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასკოლო არდადეგების მიუხედავად, გრძელდება სატრენინგო კურსი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

უკვე ჩატარდა 5 ტრენინგი - თერჯოლის, სამტრედიის, ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის ჯგუფებთან. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ სატრენინგო კურსის შედეგებსა და ცვლილებებზე, რასაც გრძნობენ და ხედავენ.  მათ მზადება დაიწყეს შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც თვითონ წარმოადგენენ პრეზენტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის მონაწილეები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებაში. ესეც ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური სატრენინგო კურსი გრძელდება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ივნისში კიდევ 5 ტრენინგი გაიმართა - ამჯერად: სენაკის, სამტრედიის, ვანის, ქობულეთის და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ეს იყო საინტერესო და კრეატიული აქტივობებით დატვირთული დღეები.

ყველა ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდები. მათ ნასწავლის დუბლიცირება დაიწყეს. სკოლებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალგაზრდები არ ანელებენ მუშაობის ტემპს, ცდილობენ, თავიანთ სკოლებში, ქალაქებსა თუ სოფლებში ბევრი ინიცირებული ღონისძიება ჩაატარონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდულ ჯგუფებში აქტიურად დაიწყო ივნისი. ტარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება. გაიმართა ტრენინგები წალენჯიხის, ბაღდათის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მეხუთე მუნიციპალიტეტი კი ხობია, სადაც ახლა ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი და ისიც ისე უნდა გააქტიურდეს, როგორც დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში.

ყველა ტრენინგი განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, განსაკუთრებული იყო ტრენინგი ხობში, სადაც ტრენერები პირველად შეხვდნენ ახალგაზრდებს.

სულ მუშაობაში ჩაერთო 102 მონაწილე. მათი დიდი ნაწილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, ინიციატივებს ავლენს და უკვე საინტერესო ღონისძიებებსაც ატარებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1-ლი ივნისის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება. ფორუმ-თეატრთან ერთად ეს თარიღი საინტერესოდ აღინიშნა წალენჯიხის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

თოჯინების თეატრის წარმოდგენა წალენჯიხის თეატრში გაიმართა. დარბაზში ბევრი მაყურებელი შეიკრიბა - პატარებიც და დიდებიც. ისინი გაახალისა სპექტაკლის პერსონაჟებმა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - საკრაულასა და ზეგანში თოჯინების თეატრის და ფორუმ-თეატრის ჩვენება მოეწყო გენდერული საბჭოს ინიციატივით. წარმოდგენების შემდეგ გენდერული საბჭოს წევრები პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები