წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თემაზე: ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, კვლევა ჩაატარა.

შედეგები უკვე ცნობილია. კვლევის საფუძველზე კი  აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა კვლევაზე ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.,,

შედეგებიდან გამომდინარე წევრებმა მათ თემში აქტუალური პრობლემები მოინიშნეს .

შედეგად კი ადვოკატირების კუთხით მუშაობას გააგრძელებენ.

პროექტის იდეებზე მუშაობენ სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებიც.

მათ უკვე აქვთ კონკრეტული მიზანი და დაგეგმილი აქტივობები.

ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ფორუმ-თეატრშიც.

მათ ფონდ „სოხუმის“ რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ესტუმრა  და მასტერკლასიც ჩაუტარა.

რუსული კანონპროექტის ინიცირების დღიდან წამოვიწყეთ სოციალური კამპანია „არა რუსულ კანონს“. კამპანიაში მოხალისებრივად აქტიურად ჩაგვერთნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჩვენი ლიდერი ქალები.

აღნიშნულ წინააღმდეგობრივ პროცესში გაერთიანდა სრულიად ქართველი ხალხი, რამაც განაპირობა კანონპროექტის გაწვევა.

ჩვენმა მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე“.

ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ტყიბული, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი.

სტუმრებმა ფონდის საქმიანობაზე ინფორმაცია მოიმინეს, პრეზენტაციით გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორცილებულ ძირითად აქტივობებს. ასევე განიხილეს აფხაზეთსა და ოსეთში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით მიღებული შედეგები და დღემდე არსებული გამოწვევები. შეხვედრის მეორე ნაწილში ფონდ „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებებმა სხვადასხვა თემაზე შექმნილი სცენები წარადგინეს. იმავე დღესვე, სტუმრები პარტნიორ ორგანიზაციას ესტუმრნენ. „მშვიდობიანი და საქმიანი საქმიანი კავკასიის“ წარმომადგენლებმა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. ეს იყო ექვსი სცენა სხვადასხვა თემაზე, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსიები მოქალაქეთა მხრიდან. სამწუხაროდ, მათ არ ისურვეს ფოტოების გადაღება და ჩვენც არ შეგვიძლია, მალულად გადავუღოთ. მაგრამ მაყურებელი აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან გახშირდა ფემიციდი, ოჯახური კონფლიქტები, ტრაგიკული შემთხვევები და საზოგადოებამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს პოზიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ჯგუფის წევრები გაეცნენ სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებულ ამოცანებს და იმსჯელეს აქტივობებზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

ამას გარდა, მათ ნახეს სიუჟეტი, რომელიც ქალთა ქსელის მუშაობას ასახავს. ჯგუფის წევრებმა პროექტის ასისტენტთან ერთად სამომავლო გეგმაზეც იმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

„ფონდი „სოხუმი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც იცის მშვიდობის ფასი და ომის სახე. ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, შეუძლიათ თანადგომა, თანაგრძნობა, ესმით ჩვენი ტკივილი და საჭიროებები, ჩვენი ტრავმები, ტრაგედიები. მადლობელი ვარ სიკეთისთვის, თანაგრძნობისა და უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის“, - ამბობს  ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგების მიერ გამართული სარეაბილიტაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ადრე, მარტში უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობდნენ მანანა გოცირიძე და უკრაინელი ფსიქოლოგები მარინა სტეპანენკო და ანა შალიმოვა.

ჩატარდა პირველადი კონსულტაციები, ფსიქოთერაპიის კურსები. ზოგიერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ფინალური იყო და შეაჯამა კლიენტისა და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობა.

უკრაინელმა ფსიქოლოგებმა ასევე გამართეს ჯგუფური შეხვედრა თემაზე „როგორ ამოვიცნოთ ძალადობა“.

ფსიქოლოგები აწვდიან კლიენტებს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ისინი თამამად გამოიყენებენ ცხოვრებაში, რათა შემდგომში საკუთარ თავს დაეხმარონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც  იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში. 

ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.

უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.

მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.

მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები