ქალბატონებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და მისი დამკვიდრების ისტორიის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოლიდარობის საკითხს, მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა წვლილი შეიტანეს ომში მყოფი ქალების და ბავშვების დასახმარებლად.

ასევე, ქალბატონები შეეხნენ სოლიდარობის თემასაც და დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

აქტიური დისკუსია;

საინტერესო პრეზენტაციები;

როლური თამაშები და დავალებები;

ასეთ ფორმატში 9 მარტს ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ლალი შენგელიამ და ანჟელა ჩიხლაძემ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე  - „სტრეოტიპები და ტოლერანტობა“.

მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში და გამოთქვამდნენ თავიანთპოზიაციას საკითხთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

თამარ ქავთარაძე - ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ჟურნალისტი, ოპერატორი, კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული...  

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მორიგი ვიდეორგოლის გმირი სწორედ თამარია - მულტიმედია ჟურნალისტი, რომელიც კამერით დადის გადაღებებზე და ასე ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ოპერატორობა არ არის ქალის საქმე.

გენდერული სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ. ასეთი სტერეოტიპი ზღუდავს ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობებს, განავითარონ თავიანთი პიროვნული უნარები და გააკეთონ პროფესიული არჩევანი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ყვითელ-ცისფერ ფერებში. მიმოზებით და ნარცისებით. მოწოდებებით, ბანერებით. ქუთაისის თეატრის კიბეებზე იდგა ქალთა ფონდი „სოხუმი“: ქუთაისის სათაო ოფისი, თბილისის წარმომადგენლობა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები,  ფორუმ-თეატრი, დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალები და ახალგაზრდები 13 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი,  წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).

ყველანი ერთად -  სოლიდარობისთვის, მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის!

მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! - ამ ტრადიციული მოწოდების გარდა იყო სხვა სლოგანებიც:

მშვიდობა უკრაინას!

ჩვენ გამოვცადეთ ომი! ჩვენ გვახსოვს ომი! ჩვენ ვგმობთ ომს!

 

ეს ხმოვანი წიგნი კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. ორიგინალური და საინტერესო, აქტუალური და უჩვეულო.

თემა: გენდერული თანასწორობა

ხელმძღვანელი: პედაგოგი თამარ აბესაძე-მემარნე

ტექსტის ავტორები: თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე, მარიამ კევლიშვილი, ნინი კევლიშვილი, მარიამ აფრიდონიძე, თეკლა ბეროძე, თამთა სვანიძე.

გახმოვანება: ანა-მარია მემარნე

კურსების (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩამოაყალიბა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრი. წიგნის შემქმნელები ამ ცენტრის აქტიური წევრები არიან. მათ გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ამ ვიდეორგოლის გმირები არიან ქუთაისის 1-ლი ბაგა-ბაღის მენეჯერი ზაალ ხონელიძე და მისი პატარა მეგობრები. აქ არის საინტერესო დიალოგები და თამაშები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების რღვევას უწყობს ხელს. ამ კუთხით ქალთა ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლებში. ვიდეორგოლი „აღზრდა გენდერული სტერეოტიპების გარეშე“ ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობამ მოამზადა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გადაცემაში „დღის კოდი“

 

უკრაინის ქალები და ბავშვები! მათი გმირობა და გამძლეობა დღეს!

ქალების როლი პოლიტიკაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რა სერვისების სრულყოფაა სახელმწიფოში საჭირო, რომ ქალი რეალიზებული გახდეს

და ბევრი სხვა რამ ქალთა თავდადებაზე და, რა თქმა უნდა, უკრაინის სოლიდარობაზე!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის კოდი“ დედის დღეს, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს დედის დღე McDonald's Georgia ქუთაისის ფილიალმა მიულოცა.

საჩუქრები, გართობა, მაკდონალდსის ფერადი გარემო, სამახსოვრო ფოტოები - ეს იყო ბავშვების მხიარული დღესასწაული დედებთან ერთად, რაც ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩებათ.

ქალთა ფონდ „სოხუმს“ ქველმოქმედების სოლიდური ისტორია აქვს. რამდენიმე სიკეთის აქცია McDonald's Georgia-ს ქუთაისის ფილიალთან ერთად ადრეც განხორციელდა და ეს ტრადიციად იქცა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს ფოტო საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთანაა გადაღებული - უკრაინის სოლიდარობის ნიშნად.

ეს სიმბოლური აქცია ტრენინგის მონაწილეებმა ჩაატარეს. ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სწავლება. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ხელშეწყობით ქალებმა შეიძინეს საჭირო ცოდნა და უნარები. პირველმა კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ტრენინგში, რომელზეც განხილული იყო ბიზნესის დაგეგმვის და ბიზნესპროექტის დაწერის საკითხები. საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებისთვის ორგანიზაცია მცირე გრანტებს გასცემს, რათა ქალებმა შეძლონ თავიანთი საქმის წამოწყება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები