რა არის მოხალისეობა?

რა სიკეთე მოაქვს მას?

როგორ გავხდეთ მოხალისე და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის?

ამ და სხვა კითხვებს პასუხი გაცა ქუთაისის საინიციატიო ჯგუფის წევრმა და მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის პროგრამის მონაწლემ ელენე სულაქველიძემ

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 9 თებერვალს ონლაინ რეჟიმში.

ნამდვილად, მისასალმებელია მსგავსი სახის ინიციატივები ახალგაზრდებისგან.

სასარგებლო და ინფორმატიული საღამო გამოვიდა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძისა და კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრები მიეძღვნა პროექტით გათვალისწინებული კვლევის - "სოციალურ - პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის ბარიერებისა და შესაძლებლობების შესახებ" ტექნიკური მხარის შეფასებას.

მონაწილეებმა ისაუბრეს თუ როგორ დაგეგმეს კვლევის ჩატარების პროცესი, რა ხელისშემსლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები დაინახეს მუშაობის პროცესში. თითოეული გამომსვლელი საუბრობდა საკუთარი მაგალითების გამოყენებით.

ერთმანეთს უზიარებდნენ ჯგუფებთან მუშაობის სირთულეებს.

საუბრობდნენ როგორ შეძლეს ინტერვიუს ჩაწერა, რესპონდენტებთან პირისპირ საუბარი.

მონაწილეებმა მიიღეს რჩევები ფასილიტაციის ძირითად პრინციპებზე.

ასევე, ჯგუფის წევრებთან განვიხელეთ სამომავლო გეგმები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების ექვსთვიანი სატრენინგო კურსის ბოლო შეხვედრები ჩატარდა. 97 მონაწილე ესწრებოდა სამტრედიის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის და ვანის მუნიციპალიტეტებიდან.

ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მონაწილეთა მაღალი ინტერესი თემისადმი „კონფლიქტის მოგვარების გზები. ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პრობლემები და მიზეზები“.

მარტში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ათივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალგაზრდები აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ თავიანთ სკოლებში - 5 ცენტრის 10 ლიდერი პრეზენტაციებს გააკეთებს და თავის ცოდნას გაუზიარებს მოსწავლეთა ჯგუფებს.

ამ თვეში განსაკუთრებული იყო შვილების წერილები მშობლებს. ტრენერებმა მონაწილეებს სთხოვეს, დაეწერათ მესიჯი მშობლებისთვის, გამოეხატათ თავიანთი სიყვარული, ფიქრები, სურვილები... საკმაოდ დიდი და კარგი მასალა დაგროვდა და მალე ცალკე დაიბეჭდება ჩვენს ვებგვერდზე, როგორც წარმატების ისტორია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომპლექსები მქონდაო... უყურებ, ესაუბრები და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხუთი წლის წინ მორიდებული იყო და ეშინოდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის.

რამდენს მიაღწია ამ ხუთ წელიწადში! უბრალო ჩამოთვლითაც მიხვდებით, რამდენი შრომა და მონდომებაა ამ წარმატებებს მიღმა:

ირმა ბრეგაძე - სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის პროექტების აქტიური მონაწილე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზატორი, პროგრამა FLEX-ის ნახევარფინალისტი, MAC Georgia-ს თეატრალური დასის წევრი...

ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ირმას წარმატების გზას.

ირმა ბრეგაძე: „მეექვსე კლასში ვიყავი, როცა გვითხრეს, კონფლიქტების თემაზე იწყება მუშაობა და ვინ ჩაერთვებითო. დამაინტერესა და დავესწარი. პირველივე გაკვეთილი დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემი უშუალო კონტაქტი ფონდ „სოხუმთან“, როცა ტრენერმა ლელა შენგელიამ ჩაგვიტარა ათმოდულიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის შესახებ“.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა თებერვალში გამართულ შეხვედრაზე  მათ მიერ განხორცილებული კვლევის მიმდინარეობაზე  ისაუბრეს.

მიღებული მასალების ანალიზით გამოიკვეთება ის ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.

მონაწილეეებმა ინფორმაციის შეგროვების პროცესში მიღებული გამოცდილება დადებითად შეაფასეს. 

მათი აზრით, ტრენინგზე მიღებულმა უნარებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მათი კომპეტენცია.  აღინიშნა, რომ სწორად შერჩეული რესპონდენტები და ფასილიტაციის უნარები დაეხმარა მათ, მიეღოთ კვლევისთვის საჭირო ინფორმაცია.  

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

7 თებერვალს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან.

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გენდერულმა უთანასწორობამ:

ძალადობა, უთანხმოება, აზრთა შეუთანხმლებლობა, შიში(ძირითადად მაშინ, როდესაც ქალი ძალადობის ზემოქმედების ქვეშაა), სოციალური პრობლემები, ასევე შეიძლება პიროვნებას არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდეს.

 საინტერესოდ დააფიქსირეს მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები:

-„საინტერესო იყო შეხვედრა,  სადაც ვცრლად და კონკრეტულად გადმოგვცეს თუ რა არის გენდერი და რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა“;

- „ქალი და კაცა თანაბარუფლებიანია ყველა საკითხში“.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებმა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარმატებით დაასრულეს ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების პროცესი.

სწორედ, იმ მიღწევებზე, გამოწვევებზე და სირთულეებზე ისაუბრეს მათ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც 04 თებერვალს ჩატარდა.

ინტერვიუერებმა აღნიშნეს, რომ, ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავდათ და სხვებსაც გაუზიარეს თავიანთი ემოციები.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტში ქალთა 2 საინიციატივო ჯგუფია.

წარმატებით ჩაიარა ფოკუს ჯგუფების ჩატარების პროცესმა, რაზეც ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს.

ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობისას რესპონდენტებმა შეძლეს არამარტო საკუთარი აზრის დაფიქსირება, არამედ გამოთქვეს სურვილი საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებაზეც.

ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ ხონის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოახერხეს მოსახლეობაში არსებული სტერეოტიპების გარღვევა და თავისი საქმიანობით შეძლეს ქალის, ეკონომიკასა და პოლიტიკაში არსებულ როლზე შეხედულების შეცვლა.

ეს უდაოდ დიდი წინსვლაა...

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მშვიდობის შენება, ნდობის აღდგენა. - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებისთვის.

მონაწილეებმა იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე. ინტერაქტიული ჩართულობით დაფიქსირდა მათი პოზიციებიც განსახილველი საკითხების მიმართ.

„ნდობის გარეშე ვერ ააგებ ურთიერთობას, ჯერ უნდა ენდო და მერე დაიწყო ურთიერთობა.

მშვიდობა გულისხმობს ნდობას, მშვიდობა იწყება ნდობით, სხვანაირად ვერ ააშენებ ურთიერთობას”..- ასეთი იყო მონაწილეთა საერთო პოზიციები.

როგორ მოვიპოვოთ ნდობა, რა უშლის ხელს ნდობის აღდგენას? - დისკუსიისას დასმულ ამ კითხვაზე მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სწორი ანალიზი და სტერეოტიპული მიდგომების მსხვრევა, რათა ვენდოთ და გვენდობოდნენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები