ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა ცვლილებები მოუტანათ ადვოკატირების პროცესმა და რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგ შედეგებზე გასვლა შეძლონ.
სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშე დგას დევნილთა დასახლება ამ ეტაპზე - საჭიროა სპორტული მოედნის სადრენაჟე სისტემით აღჭურვა, რადგან წყალი დგება. საუბარი შეეხო სკვერის და საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციას და ძელსკამების განთავსებას.
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის მოსაგვარებლად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და უახლოეს მომავალში ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი "სოხუმის" კიბერუსაფრთხოების ტრენერმა ლინდა ჩიხლაძემ ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებს ვორქშოფი ჩაუტარა თემაზე - ციფრული უსაფრთხოება (ქალთა მიმართ ძალადობა ონლაინ სივრცეში). ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ , ემსჯელათ ციფრულ სივრცეში დღეს არსებულ საფრთხეებზე და გაცნობოდნენ პრევენციის მექანიზმებს. ღონისძიება მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც, რასაც მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს.
ანალოგიურ თემაზე გაიმართა შეხვედრა ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრებთანაც.მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ , ციფრულ სივრცეში დღეს არსებულ საფრთხეებზე ინფორმაციის ფლობა მათთვის მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა კი ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “გოგონების საერთაშორისო დღე და 15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”. ახალგაზრდები გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების რეალურ ისტორიებსა და გამოწვევებს. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და საჭროებების შესახებ. კლუბს ახალი წევრებიც შეუერთდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს.ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის განვითარების პროცესში ქალის როლის მნიშვნელობაზე .ისაუბრეს სოფლად მცხოვრებ ქალთა მძიმე პირობებსა და მათ დაუფასებელ შრომაზე.მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ აუცილებელია ქალების მხარდაჭერა, წახალისება,ხელშეწყობა და ყოველდღიური ყოფის შემსბუქება.შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.დაისახა სამომავლო გეგმები.
ქუთაისში, იოსელიანის 13-ში საინიციატივო ჯგუფის წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციის გაზიარებით ის ცდილობს, მოქალაქეთა ჩართულობით პრობლემების ადვოკატირება მოახდინოს.
ადვოკატირების საკითხებზე აქტიური შეხვედრების და ჩართულობის შედეგად, ქალები გაძლიერდნენ და უკვე ფლობენ უნარებს, რომ შესაბამის უწყებებს პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს. მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში გაჟღერდა, რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის თემა, რა საკითხებში არიან დაუცველი გოგონები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი.
ქალთა საინიციტივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო თარიღის დაარსებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ოქტომბრის შეხვედრა განხვავებულად დაიწყო. მათ ერთმანეთის წარმატების ისტორიები და წარმატებამადე გავლილი გზის შესახებ მოისმინეს . მეორე საკითხი კი ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობის ჩატარებას ეხებოდა,რომელიც ითვალისწინებს, მოზარდებთან ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა, წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო დღის დაარსებასთან დაკავშირებით.
გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ იმერეთის რეგიონში არსებულ სტატისტიკას. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და გამოწვევების შესახებ . კლუბს სახალი წევრები დაემატნენ. მათი დაახლოების მიზნით, ჩატარდა გაცნობითი და მხიარული ტიპის სავარჯიშოები.
8 ოქტომბერს, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს გაეაზრებინათ შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები თუ, როგორ უნდა მართონ კონფლიქტი ამ მეთოდებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრები .
ტრენინგის პირველ ბლოკში გაკეთდა მცირე ისტორიული რაკურსი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მედიაცია და შუამდგომლობა შორეულ წარსულში. ასევე გავლებული იყო პარალელი- მედიაცია,სამართლებრივი ჩარჩოები და დღევანდელობა .
4 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან ციფრულ უსაფრთხოებაზე ვორქშოფი კიბერუსაფრთხოების ტრენერმა ლინდა ჩიხლაძემ ჩაატარა.
ვორქშოფზე განიხილეს სოციალური ქსელში პერსონალური მონაცემების დაცვის თემა, რთული პაროლის მნიშვნელობა, ფიშინგის საფრთხეები და პრაქტიკულად მიმოიხილეს ორმაგი ავტორიზაციის საკითხები.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე- „ციფრული უსაფრთხოება ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში“. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია,თუ რა ტიპის კიბერსაფრთხეები არსებობს და როგორ იყენებენ მას ქალების წინააღმდეგ. გაიგეს,როგორ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს, კლუბის წევრებმა ქალების, გოგონების უფლებებზე გაამახვილეს ყურადღება.
მიუსაფარი ძაღლები, გარე განათების, საფეხმავლო ბილიკის, ტროტუარის, შემაკავებელი ბარიერების აუცილებლობა - ამ პრობლემებზე ისაუბრეს ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებმა ქალებმა.
საინიციატივო ჯგუფის წევრი, რიმა კალანდია, რომელმაც ადვოკატირების საკითხებზე გაიარა ტრენინგები, დევნილთა თემის ქალებს უკვე მესამედ ხვდება, თავის ცოდნას და გამოცდილებას თამამად უზიარებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდებს.
- მართალია, ხშირად გვაქვს იმედგაცრუება, მაგრამ მაინც აქტიურად უნდა ჩავერთოთ თემის პრობლემების ადვოკატირებაში და მივაღწიოთ მათ მოგვარებას, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
