წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა საპროექტო აქტივობების შეფასებით დაიწყეს . ლიდერებმა პრეზენტაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით სამშვიდობო თემების პოლულარიზება გამოყვეს.   მაღალი  დაინტერესების ფონზე ისინი ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობით შეეცდება გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას. მონაწილეებს კონკრეტრული დავალებები აქვთ მიღებული , რომლებიც ეფექტიანი ადვოკატირების გარანტი გახდება.

საინფორმაციო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე, მის აუცილებლობასა და თემში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილთა მწვავე პრობლემაა ნესტიანი კედლები, რომლებიც ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის.

განხილული იყო განცხადება, რომელიც ხელმოწერებით გამყარდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა შესაბამისი ზომების გასატარებლად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

 - რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა.  ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი   მშვიდობის თემის პოპულარიზება  შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან.  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც  ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.ახალგაზრდებმა გააცნობიერეს,რომ მათი როლი მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.ისინი სამშვიდობო მიმართულებით მომდევნო თვეშიც იმუშავებენ.

 დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ იმსჯელეს,რომლებიც ადვოკატირების პროცესში გამოიკვეთა. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული აქტივობებით შეეცდება პრობლემების მოგვარებას.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე  განხორციელებული მინი პროექტების შესახებ ისაუბრეს.ჯგუფის ლიდერებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს,შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს.

კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.ისინი მომდევნო თვეებშიც აქტიურად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩის №13-ის მე-4 კორპუსში გაიმართა დევნილთა თემის სამუშაო შეხვედრა. ქალებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური სახურავის საკითხი ეტაპობრივად გვარდება, სამუშაოები დაწყებულია, თუმცა  გარე ფასადი, ნესტიანი კედლები მათთვის კვლავ პრობლემად რჩება.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებსაც ჩვენი ტრენინგების შემდეგ აქვთ ცოდნა ადვოკატირების საკითხებზე, ამჯერად თავიანთ გამოცდილებას თემის წევრებს უზიარებენ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.

შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ ერთიანობის, გუნდურობის და საერთო ქონების მოვლა-პატრონობის  აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელთაც  საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრები ატარებენ.

მინისტადიონის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში მცხოვრები დევნილთა თემის მიერ გამოვლენილი პრობლემაა. ამ საკითხზე მუშაობენ ფონდ „სოხუმში“ გადამზადებული ქალები. ისინი სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზეც ფლობენ ინფორმაციას და სხვებსაც უზიარებენ. მერიაში წარსადგენი წერილი მზად აქვთ და რეაგირებას დაელოდებიან. ქალებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სოციალური პირობები.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

წარმატებით გრძელდება პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ მეორე ეტაპი.

„მივაღწიეთ ერთი პრობლემის მოგვარებას და ეს ამ პროექტის დამსახურებაა: სისუფთავის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სადარბაზოს შესასვლელის მოწესრიგება. ახლა ძელსკამების ადვოკატიებას ვიწყებთ“, - აცხადებენ მუსიკალური ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენი პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე ახლა სხვებს ესაუბრებიან.

შეხვედრის მონაწილეები საჭიროებაზე ორიენტირებულ თემებს აქტიურად განიხილავენ და ჭავჭავაძის გამზირის #58-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა ძელსკამების მოწესრიგების საკითხს აყენებენ დღის წესრიგში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები საკუთარ თემში აქტიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს.

ახლა დასახლება „კოტეჯებზე“ გიამბობთ - გურამ გაბისკირიას ქუჩაზე, სადაც ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებაც მოხდა და ადვოკატირებაც დაიწყო: გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისინი უკვე შესაბამისი უწყებების რეაგირებას ელოდებიან.

ეს ეტაპები სწორედ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამიტომ სჯერათ, რომ გუნდურ მუშაობას უკეთესი შედეგი და წარმატება მოაქვს.

დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები კარგად ინფორმირებულები არიან სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე და ცდილობენ, უფრო გააქტიურდნენ, რათა თავიანთი  ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები