საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპი

1 2 3 4 5 6 7 8

კოვიდ-19-ის პანდემიამ ბევრი სიძნელე შეუქმნა ადამიანებს. ფონდი „სოხუმი“ ეცადა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მათთვის პრობლემები და 10 მუნიციპალიტეტში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა საჭირო პროდუქტების ნაკრები გადასცა 400-მდე ოჯახს (სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი დედები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები).

ამ დღეებში საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპი განხორციელდა და დამატებით კიდევ სამ-სამ ოჯახს (სულ 30 ოჯახს) გაეწია დახმარება ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი მობილიზატორებისთვის

1 2

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა დაასრულეს მცირე პროექტების ერთი ციკლი. ახლა ისინი ახალი სამუშაოს დაწყებისთვის ემზადებიან. ამიტომაც მათთვის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ტრადიციული ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“. დისტანციური მუშაობის გამო საამისოდ ზუმის ინტერნეტ პლატფორმა გამოიყენეს.

მონაწილეებმა განიხილეს ქვეგრანტების გაცემის დებულება, რომლის მიხედვით მათ თავიანთი პროექტები უნდა შეიმუშავონ. ტრენინგზე მობილიზატორებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეარჩიეს პრობლემები და პროექტების სამუშაო ვერსიები მოამზადეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაცია - როგორც კონფლიქტების მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტი

1როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაციის მეთოდები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის,  როგორ გავზარდოთ მისი ეფექტიანობა, როგორ მოვახდინოთ კონფლიქტის გამომწვევი რისკების იდენტიფიცირება და რა გავაკეთოთ მისი სწრაფი მოგვარების კუთხით - ეს საკითხები იყო განხილვის თემები ონლაინ შეხვედრებზე ქუთაისში, ხონსა და ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან. მსჯელობის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ბავშვებიც, რომლებმაც გაგვიზიარეს, როგორ ურთიერთობენ მშობლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ზღვის პირას, ეზოებში და... ონლაინ

1 2 3 4 5 6 7

ხანგრძლივი ონლაინ მუშაობის შემდეგ დაიწყო ცოცხალი შეხვედრები. პირველი შეხვედრა ქობულეთში შედგა - ზღვის პირას. აქ პირველად მოეწყო ფსიქოლოგის შეხვედრა ქალებთან, რადგანაც ახლახან შეიქმნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ასეთივე უჩვეულო შეხვედრები გაიმართა ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. დისტანციურად, სათანადო რეგულაციების დაცვით. კიდევ ერთი შეხვედრა - ოღონდ ისევ ონლაინ - ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებთან. ტრადიციის მიხედვით, იყო ინდივიდუალური შეხვედრებიც.

შეხვედრებზე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე საუბრობდნენ: სტრესთან ბრძოლა, ცვლილებებთან ადაპტირება, ოჯახური ურთიერთობების მოგვარება, რომ კამათი და კონფლიქტები ძალადობაში არ გადაიზარდოს. მუშაობდნენ ჰოლმსის შკალაზე სტრესული სიტუაციების მიხედვით. ქალებმა მადლიერება გამოხატეს ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფახულან ი - ონლაინ შეხვედრისას გამოკვეთილი პრობლემები

1 2

- მშობლები ძალიან განიცდიან მათი შვილების გამო, რომლებსაც უჭირთ სასწავლო პროგრამებში ჩართვა, რადგან ამ ზონაში ინტერნეტთან წვდომა დაბალია; რამდენად შეეხება სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამა აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იზოლაციის გამო უმუშევრები აღმოჩნდნენ; როდის გაიხსნება მოძრაობა, რათა შეძლონ საკვები პროდუქტებით ოჯახების მომარაგება; რა მდგომარეობაში არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაკეტილი მათი ახლობლები - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს  ქალებმა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. 

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები