პროექტი „ოჯახში ძალადობის პრევენცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“

1 2 3 

4 5

„ოჯახში ძალადობის პრევენცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ - ამ პროექტის ფარგლებში ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურ მუშაობას განახორციელებს  მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. ეს მუშაობა ხელს შეუწყობს ძალადობის ფაქტების გამოვლენას დროული რეაგირებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, დაიგეგმა საპროექტო ღონისძიებები. მშობლებთან ჩატარებულ შეხვედრაზე მათ მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალურ პროგრამებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ - ახალი პროექტი წყალტუბოში

1 2 3 4 5

„მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ - ამ მცირე პროექტის ფარგლებში წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურ მუშაობას გეგმავს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ქალაქისა და თემის სამედიცინო ამბულატორიის ოჯახის ექიმებსა და ექთნებთან.

იანვარში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ სამედიცინო პერსონალი აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ კოორდინაციაში ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი მიმართულება - ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

1 2 3 4 5 6

ორი მიმართულებით დაიწყო მუშაობა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა.

პროექტი „ადგილობრივი თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ მოიაზრებს ხონის მუნიციპალიტეტის 12 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლების გადამზადებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შედეგად - თორმეტივე  ერთეულში შეიქმნება რეაგირების ჯგუფები.

პროექტი „ოჯახი ძალადობის გარეშე“ ხელს შეუწყობს ხონის მუნიციპალიტეტის  ორი სკოლის (სოფელ ნამაშევის და მე-4 საჯარო სკოლის) პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას გენდერისა და ძალადობის საკითხებზე - საინფორმაციო შეხვედრებითა და ფორუმ-თეატრის წარმოდგენებით.

იანვარში პროექტების ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან. მუშაობა აქტიურ ეტაპზეა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მცირე პროექტი ქუთაისის ორ სკოლაში

1 2 3 4 5

„არაძალადობრივი მომავალი თაობა“ - ასე ჰქვია ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტს, რომელიც სულ ახლახან დაიწყო. პროექტი შესრულების არეალია ქუთაისის მე-5 და მე-17 საჯარო სკოლები. მიზანი კი - უფროსკლასელი  მოსწავლეების აღჭურვა კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით.

იანვარში ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ორივე სკოლის ადმინისტრაციასთან და პედკოლექტივთან. პროექტის ასიტენტი  შეხვდა მშობლებსაც, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ სახელმწიფო სერვისებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი პროექტი სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

1 2 3

 4 5

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო ორი პროექტის განხორციელება - „არაძალადობრივი გარემო  მომავალი თაობისათვის“ და „მომავალი ბულინგის გარეშე“. პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუშაობა სენაკის მუნიციპალიტეტის ორ ბაღში, სადაც მოხდება მშობლების და პედაგოგების ინფორმირება არაძალადობრივ მიდგომებზე, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას. მეორე პროექტი ითვალისწინებს ორი სკოლის ახალგაზრდების ინფორმირებას კონფლიქტების მართვის საკითხებზე.

უკვე დაიწყო მოსამზადებელი შეხვედრები სამიზნე სკოლების პედკოლექტივთან,  ბაღების გაერთიანების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები