საპროექტო მუშაობა წალენჯიხაში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი მომავალი თაობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა მუშაობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ლიის არასრული სკოლის მოსწავლეებთან  ჩატარდა ტრენინგი. კონფლიქტი, ძალადობა, გენდერული სტეროტიპები, უთანასწორობა, ბულინგი, პრევენცია - არაერთი ნაცნობი თუ უცნობი სიტყვა იქნა ნახსენები ტრენინგზე და მთავარი: როგორ მოვაგვაროთ ჩვენს ყოველდღიურობაში წამოქმნილი პრობლემები.

მეორე აქტივობა გაიმართა სოფელ ფახულანში - შეხვედრა არასრული სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კონფლიქტოლოგის, იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება ძალადობის და კონფლიქტების მართვის თემაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბო. პროექტი „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“

1 2 3

 4 5

საინფორმაციო შეხვედრები ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“. თებერვალში შეხვედრები ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წყალტუბოს ცენტრის ხელმძღვანელთან და დევნილთა პოლიკლინიკის პერსონალთან. ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი მათ ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში - ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში

1 2 3 

4 5

ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პროექტების განხორციელება დაიწყო. პროექტი „ბულინგი და მისგან დაცვის მექანიზმები“ მოიაზრებს მუშაობას კონფლიქტის გამყოფ ზოლთან განლაგებულ სოფლებში - კოკი, ორსანტია, ახალკახათი. მისი მიზანია ბულინგის შემთხვევების შემცირება რეაგირების ჯგუფების შექმნის გზით. მეორე პროექტი „ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის გზები“ განხორციელდება ხურჩაში, კოკსა და კახათში და ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებას სამართლებრივი დონის ამაღლების გზით.

უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე სოფლების დეპუტატებთან, მერის წარმომადგენლებთან, სკოლების პედაგოგებთან. ასევე მოეწყო იურისტისა და ფსიქოლოგის საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - მცირე პროექტი ლანჩხუთში

1 2 3 4 5

„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ამ მცირე პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების ინფორმირება ძალადობისა და ბულინგის თემაზე, ფაქტების პრევენციისთვის ძალადობაზე რეაგირების ჯგუფის შექმნა. პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას სკოლამდელი დაწესებულების პერსონალს, მშობლებსა და რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის.

იანვარში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, მერის მოადგილესთან და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულები პროექტის განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„იპოვე საკუთარი თავი“ - ახალი პროექტი თერჯოლაში

1 2 3

ძალადობის რისკ ჯგუფის ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „იპოვე საკუთარი თავი“. დაგეგმილია კვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ქალთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის სიტუაციის შესწავლისათვის. შემდეგ ეტაპზე მოხდება ბენეფიციარების ინფორმირებისა და თვითშეფასების დონის ამაღლება და დასაქმებისათვის საჭირო უნარებით აღჭურვა. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბაზაზე შექმნილი ქალთა კლუბი, რომლის წევრებმაც უკვე შეიმუშავეს კითხვარი და კვლევის სტრატეგია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები