„არაძალადობრივი მომავალი თაობა“ – ონლაინ ტრენინგი პროექტის ფარგლებში

1 2

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „არაძალადობრივი მომავალი თაობის“ ფარგლებში ჩატარდა ონლაინ ტრენინგი აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის ტიპები, ბულინგი, მისი სახეები და რეაგირების მექანიზმები“.

ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული პროცესში. მათ გაიგეს ძალადობის ტიპებისა და ბულინგის სახეების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ არაფორმალური სამოქალაქო განათლების მეშვეობით კარგად ერკვევიან გენდერული თანასწორობის, ძალადობის, საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებში. და მთავარია, შეუძლიათ, თანატოლებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და უნარები და სხვებსაც დაეხმარონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები

 1     2 3

მარტში ჩატარდა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები. 4 მარტს ფონდი „სოხუმის“ ოფისში შედგა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლთან. 9 მარტს სოფელ წყალტუბოში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაიმართა ჯგუფური შეხვედრა. იურისტი შეხვდა აგრეთვე ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრის ჭრა-კერვის კურსების ბენეფიციარებს. შემდეგ დაიწყო დისტანციური შეხვედრები - იურისტმა ონლაინკონსულტაციები და რჩევები მისცა ბენეფიციარებს, რომლებიც ცხოვრობენ სენაკში, ხონში, ოზურგეთში.

საკითხები სხვადასხვა იყო, მათ შორის - დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი, ძირითადად, შეეხებოდა კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის დისტანციური მუშაობა - ზარები და ფეისბუქ-პუბლიკაციები

1 2 3 4

თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - ზოგმა ტელეფონზე დაურეკა, ზოგმა - მესენჯერში, სკაიპში... ქუთაისიდან და ხურჩიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) დარეკა ხუთ-ხუთმა ბენეფიციარმა, ფოთიდან - სამმა, ხონიდანაც - სამმა, წყალტუბოდან - ექვსმა, სენაკიდან - შვიდმა. რეკავდნენ ყოფილი კლიენტები იტალიიდან, დუბაიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან.

სულ 54 ზარი იყო. ადამიანები გამოხატავდნენ შეშფოთებას, გაურკვევლობას, შიშს, ისტერიკას, ითხოვდნენ გარკვევას ამ არაორდინალურ სიტუაციაში. ფსიქოლოგმა ყველას მისცა კონკრეტული რჩევა. კლიენტებთან ურთიერთობისთვის მან ასევე აქტიურად გამოიყენა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდი - გაკეთდა პუბლიკაციები დეპრესიის და პანიკის შესახებ, დაიწერა პრაქტიკული რჩევები, რომ სულით არ დავეცეთ. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ჩვენი ბენეფიციარების ფსიქოლოგიური განწყობის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია #StopFemicide

1 2 3

 4 5

მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა მარტის თვეში აქტიური მუშაობა ჩაატარეს. მათ შეძლეს ბენეფიციართა მობილიზება და ონლაინ აქციის გამართვა ფემიციდის წინააღმდეგ. წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ქალები, მამაკაცები და განსაკუთრებით - ახალგაზრდები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„არაძალადობრივი მომავალი თაობა“ - პროექტი ქუთაისში

1 2 3 4 5 6 7

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „არაძალადობრივი მომავალი თაობა“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები მე-5 და მე-17 საჯარო სკოლებში. ახალგაზრდულ ჯგუფებს მიეწოდა ინფორმაცია კონფლიქტების გამოვლენისა და ადრეული პრევენციის თემაზე. მათი მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი, ამ კუთხით აქტიურად იმუშაონ თანატოლებთან და ისწავლონ კონფლიქტური სიტუაციების მართვა. 

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სამიზნე სკოლების მშობლებთანაც. მათ მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები