შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
რეაბილიტირებულ კოლექტიურ ცენტრში დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ დაგებას საჭიროებს გზის საფარი ეზოში, არ არის გამწვანება, გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. შენობის უკან მეტალ-პლასტმასის საწარმოა - ხმაური ხელს უშლის მოსახლეობას. შენობასთან არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც სასწრაფოდ მისახედი და მოსაგვარებელია.
ამ პრობლემებს გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტი და იურისტი. მოგვარების პროცესი უკვე დაიწყო, ადვოკატირებაში აქტიურად ჩაერთნენ დევნილები - მიმართეს ადგილობრივ სტრუქტურებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
აპრილში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს.
ისინი აგრეთვე შეხვდნენ სოციალური სამსახურის სააგენტოს წარმომადგენლებს და მიაწოდეს მათ ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ამ კუთხით თანამშრომლობის შესახებ.




პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
22 აპრილს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელობაც დაესწრო და გაეცნო საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე დგას დღის წესრიგში.საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი წევრების უდიდესი უმრავლესობა ჩაერთო გენდერულ საჭიროებათა შეფასებაში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. განისაზღვრა კვლევის ვადები და შემსრულებლები.
მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით მერიისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე; ჩამოაყალიბეს საკითხთა ნუსხა, რომელიც პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
გამოიკვეთა, რომ იზრდება ბათუმის გენდერული საბჭოს თანამშრომლობის მასშტაბები ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. სხდომას ესწრებოდა ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დაისახა კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული საკრებულოსა და მერიის გენდერული მრჩევლები. ორ ყველაზე მოწყვლად ოჯახს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.
სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. მათ შორის თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლების საკითხი.
.jpg)
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს სამობილიზაციო შეხვედრები თემაზე: ადვოკატირება, ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდი.
შეხვედრები გაიმართა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში: თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), გოჩა ჯიხაიში (ხონის მუნიციპალიტეტი), ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ადგილობრივი საჭიროებების შეფასების საკითხზე. გადაწყდა, წელს შეფასება ჩატარდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეირჩა სამიზნე ჯგუფები, დაიგეგმა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ჩაატარებს კვლევას.
პარალელურად განხილულ იქნა მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ჟურნალისტს აქვთ იდეა, პროექტის „მკერდის კიბო განაჩენი არ არის!“ ფარგლებში შეიქმნას ინტერნეტ-გვერდი, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის აქტუალიზაციას და მის მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
- მოლოდინს გადააჭარბა სენაკის 6 საბავშვო ბაღში ჩატარებულმა ვორკშოპებმა ოჯახში ძალადობის, გენდერისა და ეკოსანიტარიის თემებზე. ეს თემები საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის და ამავე დროს აჩვენა, რომ მათ არა აქვთ სათანადო ინფორმაცია, - ასეთი იყო დალი ქაჩიბაიას, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ კოორდინატორის შეფასება.
თავიანთი შთაბეჭდილებები გამოთქვეს მწვრთნელებმა, რომელთაც უკვე ჰქონდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. პროექტის კოორდინატორმა კი დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია მომავალი ღონისძიებების შესახებ.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სენაკის მოსახლეობის გენდერული საჭიროებების შეფასების შესახებ, რაც უახლოეს ხანებშია დაგეგმილი. შეირჩა სამიზნე ჯგუფები. შეფასების შედეგებით შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.

გრძელდება მუშაობა პროექტით „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის“ (დონორი - შვედეთის ქალთა ფონდი - Kvinna till Kvinna).
ამჟამად აფხაზ პარტნიორებთან ერთად დამუშავების პროცესშია „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევის მეთოდოლოგია“. დებულება შედგება შემდეგი თავებისგან: შესავალი, ადამიანური უსაფრთხოების ცნების განსაზღვრა და მისი პარამეტრები, კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია და წესი, ისრაელის გამოცდილება ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის განსაზღვრის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭო არასამეწარმეო, არაკომერციულ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. აპრილიდან მუშაობას იწყებს ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით შემუშავებული პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“. პროექტი ხუთთვიანია და ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების სისტემაში გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მარტის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა საერთო თემას - ქალთა სოლიდარობა. თვის მანძილზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 33 შეხვედრა.

შეხვედრები გაიმართა სოფლებშიც: ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი), თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), გოჩა ჯიხაიში (ხონის მუნიციპალიტეტი). შეხვედრების შედეგად გაფართოვდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის არეალი და გაიზარდა ბენეფიციარ ქალთა რაოდენობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
