შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ბაქოში არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
ისინი გაეცნენ ორგანიზაციების საქმიანობის მიმართულებებს და აზერბაიჯანელ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
მობილიზატორები მზად არიან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობაში სიახლეები და შეხვედრებისას მიღებული გამოცდილება დანერგონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივ ბიუჯეტში რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი შეაფასა და იმ საკითხების ლობირების სტრატეგია დასახა, რომელთა გადაწყვეტა ჯერ ვერ ხერხდება.
მოსმენილი იქნა ინფორმაცია „16-დღიან კამპანიაში“ მონაწილეობაზე, საბჭოს ეგიდით მიმდინარე პროექტებზე, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტულ „ქეისებზე“.
განსაკუთრებული ინტერესით იქნა განხილული იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რომლებიც ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაში თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს (მათ შორის ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების და პრევენციის კუთხით).

16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს, 10 დეკემბერს ხონში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, სოციალური მუშაკები და პედაგოგები.
როგორც აღინიშნა, ოჯახში ძალადობის პრობლემა თვალსაჩინოა და შესაბამისი ზომების მიღების აუცილებელია. მნიშვნელოვანია კანონის არსებული მექანიზების დახვეწა, ცნობიერების ამაღლება, სტრუქტურებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, ტრენინგების ჩატარება ძალადობის თემატიკაზე, რაც აისახა რეკომენდაციებში და წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.
ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებრივ დისკუსიებს სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს.
მრგვალი მაგიდა „მეგა ტვ“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 36 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები.
მათ თეთრი ბაფთები გაიკეთეს და ასე გამოხატეს პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

9 დეკემბერს ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა შეკრებილებს გააცნო კამპანიის არსი, საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის და გადასცა კამპანიის სიმბოლოები.
მათ აღნიშნეს, რომ თვალყურს ადევნებენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას ოზურგეთში, მხარს უჭერენ ქალთა გააქტიურების და თანაბარუფლებიანი, არაძალადობრივი საზოგადოობის ჩამოყალიბების იდეას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა მიმართ ძალადობას პროტესტი გამოუცხადეს ქუთაისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა. კამპანიაში ჩაერთნენ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და ააიპ სპორტული გაერთიანების წარმომადგენლები.
„მოზარდთა ბანაკის“ მონაწილეებმა ქუთაისის მე-3, მე-5 და 27-ე სკოლებში საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საინფორმაციო-პოლიტიკურ კვლევით ცენტრ „მერმისში“ და აფხაზეთის მე-5 სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები ძალადობის თემაზე.
ეს აქტივობები ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით


ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სკოლამდელი განათლების სერვისის მხარდაჭერა“ - ფარგლებში ბათუმის სამიზნე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებთან შემეცნებითი და საინტერესო ეკოგაკვეთილები ტარდება. წყლის მნიშვნელობა, წელიწადის დროები, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი კატაკლიზმები - მარტივად და სახალისოდ მიწოდებული მასალა ბუნებასთან ბავშვების ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აღსაზრდელები და მათი მშობლები ინტერესით ერთვებიან ამ საქმიანობაში. ბაღები მალე საკუთარ ეკოკუთხესაც მოაწყობენ.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც გაიმართა თბილისში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მუშაობის შეჯამების მიზნით.
ორგანიზაციამ მოამზადა პროექტები კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
კანონპროექტები წარდგენილია და იხილება საქართველოს პარლამენტში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სენაკში, სასტუმრო „ეგრისის“ კოლექტიურ ცენტრში. დევნილები მადლიერები არიან, რომ ეს შენობა დაუკანონდათ, მაგრამ უკმაყოფილობას გამოხატავენ იმის გამო, რომ არ არის შემოყვანილი გაზი... ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის დახმარებით მათ მოამზადეს წერილი, რომელსაც შესაბამის უწყებას გაუგზავნიან.
შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის“ ფარგლებში. ამიტომაც შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მიუძღვნეს ღონისძიებები ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა.
ერთი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ბენეფიციართა დღის ცენტრ „ვალენტინში“, მეორე - წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. მათ მიიღეს პასუხები სხვადასხვა კითხვაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
