შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ქუთაისის გენდერული სკონსულტაციო საბჭო აქტიურად ჩაერთო 16-დღიან კამპანიაში. 25 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა ძალადობის მიმართ პროტესტი გამოხატეს.
27 ნოემბერს გენდერული საბჭოს გეგმიური სხდომა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ინფორმაციებით დაიწყო. საბჭოს წევრების ინიციატივით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ლექტორებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
- როგორ აისახა გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ ბიუჯეტში - გენდერული საბჭოს წევრებმა ამ საკითხზე დისკუსია გამართეს. იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ზვიად ჯავახიასთან. მისი განმარტებით, 2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტი ნამდვილად იქნება გენდერულად სენსიტიური და მასში გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჰპოვებს ასახვას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

- სერიოზული რეფორმებია საჭირო განათლების სისტემაში, თუ გვინდა ხვალინდელი საზოგადოება იყოს არაძალადობრივი, ამას საფუძველი დღეს უნდა ჩავუყაროთ.
- საპატრულო პოლიციის უფლებამოსილება კიდევ უნდა გაფართოვდეს.
- ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას წინ აღვუდგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კოორდინაციის პრობლემა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი სტრატეგია, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციები და როლი იქნება განსაზღვრული.
ასეთი რეკომენდაციები გაჟღერდა ფოთში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარებულ საზოგადოებრივ დებატებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მერიის სოციალური და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალებია.
დებატები ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა რეკომენდაციების შემუშავებას ძალადობის პრევენციული მექანიზმების შესაქმნელად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ფონდი სოხუმის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებთან ერთად გამოვიდნენ აქციაზე კამპანიის პირველ დღეს - 25 ნოემბერს.
მეორე დღეს კი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ფონდი სოხუმის თანამშრომლები და ჟურნალისტები. გახილულ იქნა საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო შეხვედრის ყველა მონაწილისთვის: 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობა და ფონდის ჩართულობა, საკანონმდებლო ცვლილებები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტში.
ეს ის საკითხებია, რომლებიც მოხვდება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
25 ნოემბერი - 10 დეკემბერი - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
11 წელია, ფონდი „სოხუმი“ ჩართულია ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“.
16 აქტიური დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. ჩატარდება პრეს-ბრიფინგები, მრგვალი მაგიდები, დებატები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.
კამპანიის კალენდრის მიხედვით, 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ თბილისში ორგანიზებულ შეხვედრაზე.
ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
კანონპროექტების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა და საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
აღინიშნა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უმნიშვნელოვანესია და ეს სახელმწიფოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამის შესაბამისად, ადგილებზე აუცილებელია თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების გახსნა.

11 ნოემბერს ხონის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ ერთ ოჯახს ბევრი სტუმარი ეწვია - ფონდი „სოხუმის“, ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის და ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები.
ამ ოჯახის დიასახლისი ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ თავის ორ შვილთან ერთად უკვე უსაფრთხოდ იმყოფება დევნილთა კოლექტიურ ცენტრში.
ამ ოჯახის პრობლემები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით დაადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით თანდათან გვარდება. ამ დღეს მათ გადაეცათ პირველადი მოხმარების ნივთები, სურსათი, ტანსაცმელი.
ბავშვები უკვე ჩაერთნენ ფონდის ახალგაზრდულ აქტივობებში, ქალბატონი კი მიიღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას. მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი აისახება ქუთაისის ახალ ბიუჯეტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე დაინიშნა მრჩეველი გენდერულ საკითხებში - ამ და სხვა სიახლეებს გაეცნენ ფონდ „სოხუმში“ შეკრებილი ჟურნალისტები.
ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მათ სიუჟეტებსა და პუბლიკაციებში უფრო მეტად შუქდება გენდერული თემები, აქტუალური პრობლემები, წარმატებულ ქალთა ისტორიები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ამ კუთხით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრის თარიღი: 2015 წლის 10-13 ნოემბერი
შეხვედრის ადგილი: თელ-ავივი, სასტუმრო „სინეთი“
შეხვედრის მონაწილეები: 7-7 ქალი ორივე მხრიდან
შეხვედრის მიზანი: ისრაელის ქალთა ორგანიზაციების გამოცდილების გაცნობა - როგორ შევცვალოთ კონფლიქტის თანამდევი რეალობა: სიძულვილი და მტრობა და შევქმნათ ალტერნატივა, რომელიც რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედს იძლევა.
გაიმართა შეხვედრა ისრაელის ქალ-აქტივისტებთან, რომლებიც გაერთიანდნენ ქალთა მოძრაობაში მშვიდობისა და კონფლიქტის პრევენციისათვის: ასია ისტოშინა, ესტერ რაპოპორტი და ლანა ზიბერმანი.
შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ შემდეგ საკითხებს: ძალადობა, დაუცველობის შეგრძნება, საომარი მოქმედებების განახლების და ტერაქტების შიში, მაგრამ ამავე დროს, მზადყოფნა - მთელი ძალისხმევა გააერთიანონ ოკუპაციის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობისათვის.
ჰაიფაში ქართულ-აფხაზური ჯგუფის წევრები შეხვდნენ აფხაზეთის ყოფილ მცხოვრებლებს. ეს იყო შესაძლებლობა, პრობლემისთვის მათი თვალით შეეხედათ.
შეხვედრა სასარგებლო იყო გამოცდილების მიღების კუთხით - ისრაელელ ქალთა მიდგომა, მეთოდები და მოტივაცია, გააერთიანონ სამოქალაქო საზოგადოება ყვეყნის მშვიდობიანი მომავლისათვის.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა“ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მისი დახმარებით ფონდმა არაერთი პროექტი განახორციელა. მოეწყო თანამშრომლების ვიზიტი ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, სტაჟირების პროგრამები არასამთავრობო სექტორში.
ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ახლახან დასრულდა პროექტი „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“.
10 ნოემბერს ფონდ „სოხუმში“ ჩამობრძანდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები იარომირ ნემეცი, ირენა მარკოვა და მილან შტეფანეცი.
შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები. იყო საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ გამართა პროექტის „სკოლამდელი განათლების სერვისის ხელშეწყობის“ პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის მერიის მიერ და ემსახურება აღსაზრდელების მშობლებთან საბავშვო ბაღების თანამშრომელთა მუშაობის გაძლიერებას, ფსიქოლოგიური, სანიტარული და სხვა საკითხების გადაწყვეტას, აღსაზრდელთა შემოქმედებითი უნარების და გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, სემინარები, საკონსულტაციო შეხვედრები. მოეწყობა „ეკო კუთხე“ და ფუნქციონირებას დაიწყებს მშობელთა კლუბი, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა მაქსიმალურ ჩართულობას სკოლამდელი განათლების პროცესში.
პრეზენტაციის ფარგლებში გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი საზოგადოებრივი განვითარების აკადემიას, ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს შორის, რომლის მიზანიცაა თანამშრომლობა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებით, სკოლამდელი და არაფორმალური განათლების სფეროში.
პროექტს დადებითი შეფასება მისცეს ბათუმის სკოლამდელი დაწესებულებების ხელძღვანელებმა.
