მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
ფონდ „სოხუმში“ კამპანიის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტებთან. ქუთაისის მედიასაშუალებებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამ თემაზე ინფორმაციები გავიდა რადიო და ტელეეთერით.
ტელეკომპანია „რიონის“ ინიციატივით საღამოს პირდაპირ ეთერში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს დეპუტატი, ფსიქოლოგი, იურისტი, სტუდენტები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
გაისმა მთავარი მესიჯი საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ: იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შემაჯამებელი გადაცემა.
გადაცემის პირველი ნაწილი ეხებოდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ სენაკში ჩატარებულ კონფერენციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე მომზადდა სპეციალური სიუჟეტი.
გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი იყო საბჭოს სამწლიანი საქმიანობის რეზულტატებზე, რამაც თვალსაჩინო გახადა გენდერული მიდგომების აუცილებლობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
გადაცემის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო კვლავაც გააგრძელებს თავის საქმიანობას, როგორც ახალი ინსტიტუციური მექანიზმი.
დღეს პორტალ „გურიის მოამბის“ გადაცემა „მთავარ თემაში“ ოზურგეთის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ და საბჭოს მოადგილემ ლალი სიჭინავამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.
გადაცემის სტუმრებმა იმ პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რამაც ბოლო წლების განმავლობაში გენდერულ საკითხებში საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მზარდი ინტერესი გამოიწვია.
საბჭოს ხელმძღვანელებმა მათ სავიზიტო ბარათად გამორჩეული პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ დაასახელეს.
საუბარი იყო რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ადგილობრივი ხელსუფლების როლზე სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში.
როგორც ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საბჭოს 9 პროექტი აქვს განხორციელებული, სამომავლოდ კი, იმ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რა საჭიროებებიც საზოგადოებასთან თანამშრომლობისას გამოკვეთება.
გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებთან თანამშრომლობის შეჯამება, მასალების მომზადება ფონდი „სოხუმის“ შემაჯამებელი ჟურნალისთვის, მზადება რეგიონული კონფერენციებისთვის - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები სენაკელ, ოზურგეთელ და ქუთაისელ ჟურნალისტებთან.
ეს იყო ბოლო შეხვედრები პროექტის ფარგლებში მთავარი მესიჯით - გენდერულ თემაზე მედიამ უნდა გააგრძელის მუშაობა, კვლავაც უნდა იყოს გენდერული აქცენტები, მეტი სოციალური პრობლემის წამოწევა.
ჟურნალისტებმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოავლინეს ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში გამართულ კონფერენციებზე, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა წამყვანი მედიასაშუალება. ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ მოხსენებებში გამოვლინდა თანამშრომლობის ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები.
ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით სამი წლის განმავლობაში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ოთხი პროექტი. ერთ-ერთი მათგანია „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოვიდა ჟურნალი, რომელშიც ეს მუშაობაა ასახული.
როგორ შეიძლება შეფასდეს პროექტი, რომლის შედეგად ყველა აღიარებს ქუთაისში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით მიმდინარე სერიოზულ წინსვლას, რა მიღწევებს უზიარებენ ერთმანეთს ფონდი „სოხუმის“ მიერ სამი წლის წინ დაფუძნებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები და რა არის მათი სამომავლო პერსპექტივები.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე: ადგილობრივი სოციალური ჯგუფების საჭიროებების უკეთ გააზრება, ბიუჯეტის პროგრამების გენდერული პარამეტრების შედგენა. ითქვა, რომ პროექტის წარმატებით დაგვირგვინების ნიშანია გენდერული საბჭოების საკანონმდებლო დონეზე დანერგვა და არ უნდა დაიკარგოს ის მუხტი, რაც თვითმმართველობასთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თანამშრომლობით გაჩნდა და არაერთი საკითხის მოგვარების საწინდარი გახდა.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას მიეძღვნა.
ქსელური შეხვედრა, როგორც 3 ქალაქის საბჭოების გამოცდილების გაზიარების საშუალება; ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტები; ახალგაზრდების ხედვა გენდერულ პოლიტიკაზე და მათი რეკომენდაციები; გენდერულ საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და თვითმმართველობისთვის წარდგენილი წინადადებები - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს სტუდიაში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, საბჭოს ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებმა.
რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გასული სიუჟეტი ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. შეხვედრაზე განზოგადებული იქნა პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ითქვა, რომ მიღწეულია ძირითადი მიზანი - განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მოხდა გენდერული საბჭოების ადგილობრივ დონეზე დაკანონება.
როგორც საბჭოების წევრები აცხადებენ, ამ სამ ქალაქში კარგი ნიადაგია გაკვალული გენდერული პერსპექტივების დასამკვიდრებლად, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის იქნება მაგალითი. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, ისინი მზად არიან, თავისი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს სხვა თვითმმართველობებში.
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ შესახებ. მასში ასახული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები: საორგანიზაციო შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან, ტრენინგი ტრენერთათვის, ვორკშოპები გენდერული საინიციატივო ჯგუფებთან სენაკის 14 ტერიტორიულ ერთეულში გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემებზე, ახალგაზრდების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები.
რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდასიუჟეტი, რომელმაც მსმენელებს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე მოუთხრო.
აღინიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ახალ საინტერესო ფაზაშია: დამთავრდა ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების საჭიროებათა კვლევა, რომელმაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფის, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, შშმ პირთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. საბჭოს აქვს კარგი პრაქტიკა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ ჯგუფების ინტერესების ბიუჯეტში გათვალისწინებისთვის.
სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია საბჭოს ახალგაზრდულ პროექტზე, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის მიერ იქნა მხარდაჭერილი. პროექტის მონაწილეებმა ისაუბრესაქტივობებზე და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებულრეკომენდაციებზე.