მასმედია (137)

მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.

15  დეკემბერს, რადიო „თავისუფლების“  რუბრიკა “გენდერული ამბები“  ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას შეეხო.
ინტერვიუებში გამოიკვეთა საბჭოს წევრების და პარტნიორების დამოკიდებულება სამომავლო საქმიანობის მიმართ. ითქვა, რომ მოწყვლადი ჯგუფების გენდერული საჭიროებების ადვოკატირების და მიმდინარე პროექტების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის გარდა ადგილობრივ დონეზე აქტიურად უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება, რომლებიც გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და კომპეტენციას სხვადასხვა გენდერული გამოწვევის გადასაჭრელად. დაისვა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის როლის საკითხი და თანამშრომლობის აუცილებლობა თვითმმართველობებთან შესაბამისი რეკომენდაციების შესამუშავებლად. 

14 დეკემბერს ტელეკომპანია „გურიას“ სტუდია მასპინძლობდა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, რომელთაც საბჭოს საქმიანობის რეზულტატებზე ისაუბრეს და მაყურებელს სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმებიც გაანდეს.
როგორც გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი იმ კუთხით, რომ აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი და, ამასთან ერთად, აქტიურად ეძიებენ ახალ რესურსებს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გამოიკვეთა ყველაზე პრიორიტეტული საკითხები - ოჯახში ძალადობისაგან დაცვა და ახალგაზრდებისათვის სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სტაბილური პროფესიული ინტეგრირებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ყოველწლიურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფონდი „სოხუმის“ და მისი პარტნიორების მონაწილეობა ვრცლად გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალში. რამდენად ქმედითია ძალადობისაგან დაცვის  არსებული კანონი; როგორია ძალადობის სტატისტიკა; რა მექანიზმები არსებობს მსხვერპლის დაცვისთვის; რა როლს ასრულებს NGO სექტორი და რა სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულებისთვის - რესპონდენტები ამ საკითხებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მომართვიანობამ იმატა და ძალადობის მსხვერპლები უკეთესად ახერხებენ დაიცვან საკუთარი უფლებები. იკლო იმ ადამიანების რიცხვმაც, ვინც აცხადებდა, რომ ოჯახში ძალადობა არ არის აქტუალური პრობლება და ეს, პირველ რიგში, მასშტაბური საზოგადოებრივი კამპანიების დამსახურებაა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდაფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა, რომელზეც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წევრებმა (ფონდი „სოხუმის“, ქუთაისის საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ადგილობრივ გენდერულპოლიტიკასა და მის ფორმირებაში ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. კერძოდ: საიდან იღებს სათავეს საბჭოს მიერ თვითმმართველობისათვის წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია მათთან მიმართებაში, რომელი საკითხები აისახება, სავარაუდოდ, ახალ ბიუჯეტში.
გადაცემის სტუმრები 16-დღიან კამპანიაში საბჭოს მონაწილეობასაც შეეხნენ და ადგილობრივ დონეზე ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით აუცილებელი ღონისძიებები განსაზღვრეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
    
25 ნოემბერს იწყება საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
25 ნოემბერს ფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და  სოფლებში  (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ზუგდიდი, ხურჩა, კოკი) მართავს აქციებს.
სწორედ ამიტომ გაიმართა პრეს-ბრიფინგი ფონდ „სოხუმში“.
გადაწყდა:
-           ქუთაისის მედიის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ აქციაში
-           კამპანიის დღეებში ჟურნალისტები აქტიურად გააშუქებენ გენდერული ძალადობის პრევენციის საკითხებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გამოვიდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მე-10 ნომერი. ის აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
ნომერში მოთხრობილია ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და  წარმატებული შედეგების შესახებ.
ბიულეტენის მიხედვით, ოქტომბერში ჩატარდა 82 აქტივობა. მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერით იყო შეჯამება ფონდი „სოხუმის“ პროექტისა  „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში“. სტუდია, „დიალოგში“ სასაუბროდ მიწვეულნი იყვნენ პროექტის მონაწილეები - პროექტის კოორდინატორი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის მეთოდისტი და ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტი.
გადაცემის მსვლელობისას იყო საუბარი პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზე, ბაგა-ბაღებში ჩატარებულ სამუშაოზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე  და სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებით აღინიშნა პროექტის კეთილი გავლენა მის მონაწილეებზე და ქალაქის გენდერულ პოლიტიკაზე. გამოიკვეთა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებული წინადადებები, რომლებიც მომზადდა საკრებულოში წარსადგენად და, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტში.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ ხარდაჭერით 
  
21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ტელეგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს გააცნო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების ინტეგრირებისათვის.
გადაცემისთვის მომზადებულმა ტელესიუჟეტმა საბჭოს რეკომენდაციებისადმი ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მესვეურთა კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოკვეთა და თვალსაჩინო გახადა ის საკითხები,  რომლებიც ახალ ბიუჯეტში აისახება. მათ შორის გენდერული კომპონენტების გათვალისწინება სოციალურ ინფრასტრუქტურაში, აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამები და სხვა.  თვითმმართველობის წევრების განცხადებით, საბჭოს  ახალი ინიციატივები აუცილებლად წაადგება ქალაქს.  
გადაცემაზე  საბჭოს წევრების მიერ ხაზგასმული იყო თვითმმართველობასთან ურთიერთობის ახალ, უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა. ამისი დასტური - მერიის მიერ საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის დელეგირება, რაც უფრო მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მეცხრე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, მასში ასახულია სექტემბრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები.
სტატისტიკა ასეთია: ჩატარდა 81 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 916 ადამიანმა.
ბიულეტენი აღწერს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას.
 
 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

26 და 29 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ სამ  ბლოკში შეეხო ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგებს.
საბჭოს პოზიციით, ქალაქის მომავალ  ბიუჯეტში უნდა აისახოს  ჩატარებული კვლევების შედეგა შემუშავებული რეკომენდაციები. იყო საუბარი თვითმმართველობის პერსონალთან გამართული ტრენინგების შესახებ, რომელთაც გენდერული განათლების საკითხები მოიცვა, მათ შორის  სამართლიანობის კუთხით არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა - გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ასევე გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ არსებული მექანიზმები  და  პრობლემაზე რეაგირების კუთხით თვითმმართველობის შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები