სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თერჯოლაში

1 2 3 4 5

თერჯოლის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა  განიხილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. ყურადღება გამახვილდა გარკვეულ ცვლილებებზე. იმსჯელეს სოციალურ პაკეტებზე, მონაწილეობით ბიუჯეტზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ თანამშრომლობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ საკითხებს, თანამშრომელთა გადამზადებას... სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაში ყველა ეს შენიშვნა შევიდა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვანი - სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის დამტკიცება

1 2 3

ვანის საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი სამოქმედო გეგმის ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით (2020 წლის ივნისი - 2021 წლის სექტემბერი) დამტკიცების შესახებ“ - დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გეგმა შეიმუშავა ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფმა. ეს არის ნაწილი მუშაობისა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ოზურგეთში - ონლაინ ხმის მრიცხველის წარდგენა

1 2 3 4

ოზურგეთში გაიმართა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან - მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს გააცნეს ინფორმაცია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი „ონლაინ ხმის მრიცხველის“ შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხონში

1 2 3 5 6 7

სამუშაო ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა ხონის საკრებულოში.

წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების  ერთობლივი სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა პუნქტი, თავისი ვადებით. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის სტრატეგიულ გეგმაში მოხვდა პანდუსების საკითხი.

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გაიმართა პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია. პროექტში ხონის სამოქალაქო საზოგადოების  ორი ორგანიზაციაა ჩართული. მათ აქტიური მუშაობა გასწიეს ზაფხულში მინიპროექტების  ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მუშაობას. ითქვა, რომ უკვე არის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული ვერსია, განახლდა ცხელი ხაზი და ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებმა.

ეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ პარკში

1 2 3 4

6 სექტემბერს ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან, სადაც მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს გააცნეს ინფორმაცია „ონლაინ ხმის მრიცხველის” შესახებ და დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები