„მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“ - პროექტი ვანში

1 2 3 4

ორგანიზაციამ „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“ ივნის-ივლისში ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, მოხდა საინიციატივო ჯგუფის მობილიზება, გაიმართა ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდის თემატიკაზე. ახლა მუშაობენ თემის პრობლემების ადვოკატირებაზე. აქტივისტებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, რათა აქტიურად ჩაერთონ პროექტში „ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინფორმირებულობა და გაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა“.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ედელვაისის“ პროექტი ხონის მუნიციპალიტეტში

1 2 3

„განათლებისა და განვითარების ცენტრი ედელვაისის“ პროექტის პირველი აქტივობა ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის გაკეთდა პროექტის „საზოგადოების ხმა თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის გეგმის მიხედვით. პროექტის ბოლოს მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას ყველა საჯარო პროცესის შესახებ.

მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ლანჩხუთში

1 2

 3 4

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდი („საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“) შეხვდა ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს.

ვორკშოპის თემა იყო „ეფექტური სტრატეგიული გეგმის შემუშავების მექანიზმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისათვის“. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სტრატეგიული დაგეგმვის არსი და მეთოდები, ეფექტური სტრატეგიული გეგმის შემუშავების პირობები, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და SWOT ანალიზი.

სამუშაო ჯგუფი (ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) აქტიურად ჩაერთო მუშაობაში. მონაწილეებმა შეიმუშავეს და წარმოადგინეს სტრატეგიული ხედვა და გამოკვეთეს სტრატეგიული პრიორიტეტები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის პირველი აქტივობები

1 2 3

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხაძეს და მიაწოდეს ინფორმაცია პროექტზე „მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის“. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებას, რათა  მოსახლეობამ აქტიურად ისარგებლოს თვითმმართველობის ელექტრონული პლატფორმით და მოაგვაროს თავისი პრობლემები.

მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ქალები საქართველოს მომავლისათვის“ - პროექტი თერჯოლაში „გზა ცვლილებებისაკენ“

1 2 3

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისათვის“  ახორციელებს პროექტს „გზა ცვლილებებისაკენ“. პროექტის მონაწილეები შეხვდნენ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, შეისწავლეს სოციალური პროგრამების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები, შექმნეს ბენეფიციარების მონაცემთა ბაზა, დაამუშავეს კვლევის კითხვარი და დაგეგმეს კვლევის ჩატარება.

პროექტი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განეკუთვნება და ბენეფიციართა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი. ეს მუშაობა არის ნაწილი პარტნიორული პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზო რუკის მონიტორინგისათვის“, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები