პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ეტაპის დასრულება

1 2

დასრულდა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ეტაპი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის თანამშრომლები ამჯერად ოთხი პარტიის წევრებს შეხვდნენ (️„ქართული ოცნება“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, ️„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, ️„რეფორმერი“). მათ მიეწოდა ინფორმაცია პროექტის, ონლაინმრიცხველის და მისი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საპროექტო აქტივობები გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან

1 2 3 4 5

ფონდის „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ ინოვაციური პროექტის „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩველის რჩევის აპლიკაცია (Voter Advice Application) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებიდაიწყო. ფონდის „სოხუმის“ თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და აქტიურ კომუნიკაციას პროექტში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა:ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“.

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს, გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მორიგი ფორუმი

1 2 3 4 5 6 7

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მორიგი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტების პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

განხილვის მთავარი თემა იყო - მცირე პროექტების განხორციელება ლანჩხუთის, ხონის, თერჯოლის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საკრებულოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ახალი ელექტრონული სისტემის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საჯარო მმართველობის საგზაო რუკის რეალიზების პროცესში.

ფორუმი გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საინფორმაციო ფურცელი

 3 4

დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ახსნილია ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის არსი: რომ ონლაინ პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა ორივე მხარისთვის - ამომრჩევლისთვისაც და პოლიტიკური სუბიექტისთვისაც: ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის დანერგვა არის მოქალაქეთა ინფორმირება „ამომრჩევლთა რჩევის აპლიკაციის“ მეშვეობით.
პოლიტიკურ პარტიას ეძლევა საშუალება, ამომრჩეველს გააცნოს თავისი პროგრამა. ამომრჩეველი კი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პარტიაა უფრო ახლოს მის ხედვასთან. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან ბაღდათში

1 2 4 5

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“ ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფთან. ეს არის აქტივობები მცირე პროექტის „მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში“ ფარგლებში. პროექტის მიხედვით ხდება მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი დედების და პენსიონერების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათზე საჯარო მმართველობის რეფორმა. შეხვედრების მონაწილეები ინტერესით ეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები