- მოსახლეობამ თითქმის არ იცის, რა სახის მხარდაჭერა არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის. რაც უფრო მეტად არის ქალი ამ საკითხებზე ინფორმირებული, მით უფრო ძლიერია ის.

- შეხვედრები აზრების და შეხედულებების გაზიარების საშუალებაა ჩვენთვის, ყველას სჭირდება მსგავსი სახის განტვირთვა, ვინ როგორ აგვარებს ოჯახურ კონფლიქტებს, ვის შეიძლება მიმართო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

ასეთი შეფასებები ჰქონდათ მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც სენაკის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა და რეაგირებისთვის ფსიქოლოგთან გადამისამართდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მიმდინარეობს პროფესიული უნარ- ჩვევების შესწავლა, მათ შორის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. სექტემბრის ბოლოს კურსზე ახალი მსმენელები მოვიდნენ. ისინი წარმატებით ეცნობიან და სწავლობენ ახალ პროფესიას: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლებს, საგადასახადო კანონმდებლობას, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებს და სხვა საკითხებს. ქალები აღნიშნავენ, რომ ამ ცოდნას ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დაიწყო ახალი ხუთთვიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტის მართვის, ძალადობის პრევენციის და ბულინგის თემებზე.

აქტიურად ერთვებიან და თამამად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს ახალგაზრდები  თერჯოლის, ზუგდიდის, სენაკის,  ქობულეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

- აუცილებელია ამ აქტუალურ თემებზე საუბარი.

- ჩვენს ასაკში ამ საკითხებზე ძალიან სასარგებლოა ფიქრი, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ კონფლიქტი, არ გავხდეთ ბულინგის მსხვერპლი.

- ცუდია, რომ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს... კვირაში ერთხელ მაინც იყოს!

ეს სიტყვები მათ ინტერესზე მეტყველებს..

ტრენინგების შემდეგ ისინი მზად არიან, თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვა მოსწავლეებს, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი სხვადასხვა არასასურველ სიტუაციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა „ონლაინ ხმის მრიცხველის - ამომჩევლის რჩევის აპლიკაცია“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპი.

აპლიკაციაში ასახული პასუხების თანახმად, მოსახლეობის 8️3%-ს მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჭიროა ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივ ელექტრონულ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამდენივეს აზრით, აუცილებელია სოფლებში არსებული ამბულატორიების ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროებების შეფასება და მათი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 8️0️% აფიქსირებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს რეგიონში COVID–19-ის პანდემიის პროფილაქტიკისა და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. 7️8% ფიქრობს, რომ ქალები პროპორციულად უნდა იყვნენ ჩართულნი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.

ზუგდიდის ამომრჩეველს კიდევ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი მეორე ტურშიც.

აპლიკაციას იპოვით აქ: http://onlinemricxveli.ge/vote/voting/2021-2/

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საჭიროება: სპორტულ მოედნებთან დამონტაჟდეს გარე განათების ბოძები და სკამები. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მუშაობს თემში გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, ადვოკატირების სამოქმედო გეგმაში რა  ცვლილებები შეიტანონ, რა რესურსები ჩართონ.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფიც განაგრძობს ადვოკატირებას. ჯგუფის წევრები დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ცდილობენ  ეკალ-ბარდებისგან და გაწერილი გეგმის მიხეევით მოქმედებენ.

კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს  პროექტზე „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისთვის“ - როგორ მიმდინარეობდა, რა შედეგებს მიაღწიეს. ეს მათი საპროექტო დებიუტი იყო და ძალიან კმაყოფილები არიან.

„მსგავსი პროექტებით იწყება ახალგაზრდების წარმატება და გზა მწვერვალებამდე“, - აღნიშნა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ეკოკლუბში ლიის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საპროექტო მუშაობა შეაჯამეს. პროექტის მონაწილეებმა ასეთი შეფასება გააკეთეს: ახალი გამოწვევა ყოველთვის სასარგებლო და ინფორმაციულია; გუნდური მუშაობა იძლევა კარგ შედეგს - ამაში პროექტზე მუშაობისას დავრწმუნდი; არაფორმალური განათლება ერთ-ერთი სასარგებლო ინსტრუმენტია ახალი ინიციატივების დანერგვითვის;  მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გასულ თვეში დაწყებული ადვოკატირების პროცესი წარმატებით დაასრულა. მოამზადა წერილი მერის სახელზე, შეაგროვა ხელმოწერები, ჩართო სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. საბოლოოდ პრობლემა მოგვარდა - სოფელში სანაგვე ურნები განთავსდა. ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის  წალენჯიხის მერიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

განსაკუთრებული სიახლე ფახულანში!

  • ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021
  • 673 ჯერ

ეს განსაკუთრებული სიახლეა ფახულანში!

ეს არის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების საუკეთესო მხარდაჭერა, როგორც თვითონ აღნიშნავენ.

ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ბოლო წლების მანძილზე არ არსებობდა არანაირი სასწავლო კურსი, პრაქტიკულ შედეგზე გათვლილი თემატური ინტერაქცია, რომელიც ქალებს დამატებით რეალიზების საშუალებას ან კონკრეტული საქმიანობის პერსპექტივას გაუჩენდა.

ფონდმა „სოხუმმა“ გაითვალისწინა მათი საჭიროება და ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩამოაყალიბა ჭრა-კერვის კურსები. ფონდის ორგანიზებულ ტექნიკურ-მატერიალურ ბაზაზე ქალები უკვე შეუდგნენ სწავლებას -კურსი სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდმა „სოხუმმა“ დანერგა ევროპაში წარმატებული მოდელი - ონლაინ „ხმის მრიცხველი“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. აპლიკაციის შევსებაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“,  „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მომზადდა პუბლიკაცია - მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის - ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისთვის და მასში მოცემულია სატრენინგო მასალები, რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები