აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, რათა მსხვერპლმა მხარდაჭერა უფრო კარგად იგრძნოს.

გარდა ძალადობის პრობლემისა, მობილიზატორებს მიმართავენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათი ადვოკატირება ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მიმდინარეობს.

შეხვედრები ჩატარდა ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით, ახალგაზრდების ნაწილთან ზუგდიდში ჩატარდა პირისპირ შეხვედრა, მეორე ნაწილთან კი - ონლაინ ფორმატში. შეხვედრა შეეხო ონლაინ „ხმის მრიცხველს“ - ამომრჩევლის კონსულტაციას, აპლიკაციის დანერგვას, ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირებას.

მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ონლაინ აპლიკაციას  მისი ამოქმედების შემდეგ გამოიყენებს. ითქვა,  რომ სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს არ აქვთ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ, ამიტომაც მსგავსი აპლიკაცია მათთვის ძალიან საინტერესოა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კოკი, ორსანტია, ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში აქტიურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ამომრჩევლები ეცნობიან ონლაინ ხმის მრიცხველ, მის არსს, მნიშვნელობას. პანდემიის რეჟიმის გამო შეხვედრები პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალურად იმართება. მოქალაქეები დიდ  ინტერესს გამოხატავენ მოცემული ინოვაციური პლატფორმის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

თერჯოლის სამუშაო ჯგუფმა პროექტის მიმდინარეობისას არაერთი ინიციატივა გამოიჩინა და განახორციელა. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განიხილეს - ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად ინერგება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარდება იდეების კონკურსი, მისი დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით.

პროექტების განხილვა დაიწყება სექტემბრის ბოლოს.

***

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფმა პროექტის ფარგლებში დიდი გამოცდილება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთა მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გასაუმჯობესებლად.

ახლა სამუშაო ჯგუფი ანტიკორუფციულ გეგმაზე მუშაობს. ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ისაუბრეს, რა ეტაპებია საჭირო მისი განხორციელებისათვის. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.

შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ ხმის მრიცხველის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ გამოყენების გამარტივებისთვის ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა სპეციალური ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, რომელიც გასაგებად ხსნის აპლიკაციით სარგებლობის წესებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლისთვის ვიდეორგოლის ნახვა სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

სოციალური რეკლამა-ინსტრუქცია „ონლაინ პლატფორმა - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის შესავსებად“ ანიმაციურია, საინტერესო და მარტივი...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება.  მიუხედავად შეზღუდვებისა, ფასილიტატორები ახერხებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს და ცდილობენ, ინფორმაცია მაქსიმალურად მისწვდეთ მოწყვლად ჯგუფებსაც, მათ შორის შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ბენეფიციარებს ეს სიახლე ძალიან მოსწონთ და აპირებენ, ისარგებლონ პლატფორმით, რათა მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.

ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.

სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს  სხვადასხვა სკოლაში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები